სდასუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე
მოქმედებს ტრეინინგ-ცენტრი, რომლის მიზანია უნივერსიტეტში სწავლისა და
სწავლების კომპონენტის განვითარება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა.
ტრეინინგ-ცენტრში ეწყობა საჯარო ლექციები, სემინარები და პრაქტიკული
სწავლებები. ტრეინინგ-ცენტრში დაგეგმილი სასწავლო ღონისძიებები
გათვალისწინებულია როგორც სტუდენტების, აგრეთვე უნივერსიტეტის
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.