საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება მრავალფეროვანი ლიტერატურა საუნივერსიტეტო პროგრამების ყველა მიმართულებით.
ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად მდიდრდება და დღეისათვის 20000-მდე სახელმძღვანელოს შეიცავს. ბიბლიოთეკა ასევე მარაგდება ჟურნალ-გაზეთებით. ბიბლიოთეკაში ტრადიციად იქცა იმ ლიტერატურის საჯარო განხილვა და სემინარების ჩატარება, რომლითაც ინტერესდებიან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება ელექტრონული ვერსიებით.
სდასუ-ს ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვის სამსახური.რომელიც მკითხველს სთავაზობს ოპერატიულ მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით. ეს არის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი და მონაცემთა ბაზები, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი. მკითხველთათვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ბიბლიოთეკა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ემსახურება საბიბლიოთეკო დოკუმენტებითა და ინტერნეტ რესურსებით. ჩვენს მკითხველს აქვს ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე (CD, USB) გადაწერის შესაძლებლობა.
სდასუ-ს ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდი მოიცავს ყველა სპეციალობისათვის აუცილებელ ძირითად და დამხმარე ლიტერატურას. ბიბლიოთეკის ფონდი მუდმივად ივსება ახალი ბეჭდური გამოცემებითა და ელექტრონული რესურსებით. სდასუ-ს ბიბლიოთეკის წიგნდი ფონდი შეადგენს 20 156 200 წიგნს.
ბიბლიოთეკა დაკავშირებულია და თანამშრომლობს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელებთან და ორგანიზაციებთან.
არის პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – EIFL” მონაწილეთა კონსორციუმის წევრი.
ასევე სდასუ-ს ბიბლიოთეკას გააჩნია 3 სახის ელექტრონული ბიბლიოთეკა:
სდასუ თავის სტუდენტებს სთავაზობს ელექტრონულ FLASH ბიბლიოთეკას. სტუდენტებს შეუძლიათ, ნებისმიერი წიგნის ელექტრონულ რეჟიმში წაიკითხვა. ბიბლიოთეკის უპირატესობაა ის, რომ ქმნის რეალური წიგნის იმიტაციას, რაც საშუალებას იძლევა, სტუდენტმა ის რეალური წიგნივით გადაფურცლოს. ბიბლიოთეკას ასევე აქვს დამატებითი ფუნქციებიც: წიგნის სასურველ გვერდზე გადასვლა, ასეთი გვერდის ამობეჭვდა და ელექტრონული ფოსტით გაგზავნა.
ELSEVIER-ის ბაზები: Scopus; Science Direct; Scival Funding (Funding Institutional)
თავისუფალი წვდომა სამედიცინო სტატიებსა და ჟურნალებზე
Freemium.openedition.org/library (ელექტრონული რესურსით სარგებლობისათვის გამოიყენთ მომხმარებლის სახელი- sdasu და პაროლი – baN429c )
პრიორიტეტი: თავისუფალი წვდომა გასული წლების ციფრული არქივზე 1997 წლიდან; 161 ჟურნალი სოციალურ მეცნიერებათა დარგში (SSCI) (SCI) და 46 ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში Thomson Reuters-ის ციტირების ინდექსით; წამყვან სფეროდ მოიაზრება ამერიკის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმოხილვა, ფსიქოლოგიური მეცნიერებები, ეკონომიკური ისტორია, მსოფლიო პოლიტიკა, და მიკროანალიტიკა; მძლავრი საძიებო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ძიებას სრულ ტექსტში მონაცემთა ბაზიდან გაფართოებული ველის დახმარებით.
პრიორიტეტი: თავისუფალი წვდომა ყველა საჟურნალო ფაილზე 2000 წლიდან დღემდე, პლიუს დამატებით, შერჩევითი მასალები 1940 წლიდან – 2014 წლამდე;19 ინდექსირებული ჟურნალი გამიმცემლობა Scopus-იდან; ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა18 ჟურნალი ციტირების მაღალი ინდექსით; სოციალურ მეცნიერებათა 9 ინდექსრებული ჟურნალი.
საგნობრივი სპექტრი: წიგნები ფინანსთა, ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის, მიგრაციის, კვლევის მეთოდების, ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივ და სხვ. კვლევათა განვითარების შესახებ. კოლექცია მოიცავს სამეცნიერო მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებს.
პრიორიტეტი: ჟურნალები გარემოსა და ადამიანის უფლებების შესახებ; Queen Mary Journals-ი ჟურნალები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ; კეინზისეული ეკონომიკის მიმოხილვა; ევროპულიჟურნალები ეკონომიკასა და ეკონომიკური მიმართების ინტერვენციის შესახებ; ლიდერობის ინსტიტუტი და ჰუმანიზმი; სიახლე! აზიის წყნარი ოკეანის ურნალები ეკოლოგიური კანონმდებლობით; კემბრიჯის საერთაშორისო სამრთლის ჟურნალები.
პრიორიტეტი: ყოველი 18 სახელწოდებიდან 17 შედის Thomson Reuters Journal-ის ცირიტებულ სტატიათა რიცხვში. ყველა ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ში.
პრიორიტეტი: ბაზაში ხელმისაწვდომია ჟურნალები რომლებიც გამოდის 1660 წლიდან მსოფლიოს უძველეს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობებში, მათ შორისაა Royal Society’s ციფრული არქივი.
საგნობრივი სპექტრი: ბიზნესი, ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა ტექნოლოგიები და მედიცის სფერო.
პრიორიტეტი: მოიცავს სამეცნიერო სტატიებს, კერძოდ: 2009 წ. კოლექციიდან 582; 2012 წ. კოლექციიდან 653; 2014 წ. კოლექციიდან 727; 2015 წ. კოლექციიდან 751; 2016 წ. კოლექციიდან 824 და 2017 წ. კოლექციიდან 909 სახელწოდებებით; SAGE-ის ჟურნალების 65 % წარმოდგენილია 2010 წლის Thomson Reuters Journal ციტირებად ჟურნალთა ჩამონათვალში (JCR).
Mathematical Sciences Publishers (MSP) – წარმოგვიდგენს 17 რეფერირებულ მათემატიკას, ინჟინერიის, მექანიკის და მსგავსი საგნობრივი მიმართულების სფეროში.
ონლაინ რესურსები, რომლებიც მსოფლიო პანდემიის პირობებში უფასოდ არის ხელმისაწვდომი, მოცემულ პლატფორმაბზე განთავსებულია უახლესი ინფორმაცია და გლობალური მასშტაბის კვლევები კორონავირუსის შესახებ, აქ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციებს სხვადასხვა სფეროდან.
EIFL (Electronic Information for Libraries) – ი გვთავაზობს შემდეგ რესურსებს:
My Loft
Semantic Scholar
Sage Journals
Euclid – მონაცემთა ბაზა (მათემატიკა, სტატისტიკა)
Annual Reviews -სამეცნიერო ჟურნალები
HeinOnline Legal Classics – სამეცნიერო ჟურნალების ბაზა მოიცავს ათი ათასობით საუკეთესო ჩანაწერს, რაც კი არსებობს სამართლის ისტორიაში, მათ შორის არის Joseph Story, Jeremy Bentham, William Blackstone, William Holdsworth, Henry Maine, Federick William Maitland, Frederick Pollock, Benjamin N.Cardozo-ს ნაშრომები.