Virtual Tour

ცხადდება შიდა მობილობა!

1942319829662756fb55dc3261434467_2544429
სიახლეები

ცხადდება შიდა მობილობა!

შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

  • შესაბამის ფაკულტეტბზე დოკუმენტების წარდგენა და წარდგენილი დოკუმენტების განხილვა – 28 თებერვალი 7 მარტის  ჩათვლით;
  • სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 10 მარტის ჩათვლით.
  • შიდა მობილობის შესახებ ბრძანების მომზადება – 12 მარტი.

დამტკიცდეს შიდა მობილობის მსურველთათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD დისკზე.

მობილობის მსურველის მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2025 28 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

ტელ: (995 32) 2 253 677

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.