SDASU TV
LIVE

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

20170301futurelearning
სიახლეები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  •   მედიცინა
  •   სტომატოლოგია
  •   სამართალი
  •   ჟურნალისტიკა
  •   ბიზნესის ადმინისტრირება
  •   ინფორმაციული ტექნოლოგიები
  •   ტურიზმი
  •   საერთაშორისო ურთიერთობები
  •   ინგლისური ფილოლოგია

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სდასუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლებას, ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში  (12 სექტემბერი – 20 სექტემბერი) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

8. 2 ფოტოსურათი 3×4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე

 უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში

მისამართზე:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77

გისურვებთ წარმატებას!

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger