SDASU TV
LIVE

სტუდენტთა XXXI სამეცნიერო კონფერენცია

White Gold Elegant Modern Certificate of Participation (1)
სიახლეები

სტუდენტთა XXXI სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2023 წლის 17 ნოემბერს, 12:00 საათზე გიწვევთ სტუდენტთა XXXI სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი სექციების მიხედვით:

სტომატოლოგია
სამართალი
ჟურნალისტიკა
ბიზნესი და ტექნოლოგიები
ტურიზმი
საერთაშორისო ურთიერთობები

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 14 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო მასალები;
სამეცნიერო მოხსენება /თემა, მაქსიმუმ 5-10 გვერდი (ნაბეჭდი A 4 ფორმატით; ველის საზღვრები –2 სმ; შრიფტის ზომა 11; ფონტი: Syifaen – ქართული ტექსტისთვის; Times New Roman –ინგლისური ტექსტისთვის); კრებულისათვის ნაშრომის თეზისები, მაქსიმუმ 2 გვერდი: ინტერვალი 1.15; 
მოსენება უნდა იყო წარმოდგენილი Power Point-ში.
სათაურის ზემოთ მარჯვნივ მითითებული უნდა იყოს სექცია, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა.
კონფერენციაზე სექციების მიხედვით გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაინაწილებენ I, II და III საპრიზო ადგილებს. მათ გადაეცემათ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. 

მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ და თეზისები გამოგზავნონ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/Pmvf3LGwUW8ZRsZLA

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 577 311 377

გისურვებთ წარმატებას!

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger