SDASU TV
LIVE

სდასუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი, მეგი ლემსაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო!

408974225_122126904584122719_8770166775324168311_n
სიახლეები

სდასუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი, მეგი ლემსაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო!

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კომიტეტთან არსებული ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოში ავტორიზებული 30 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, მეგი ლემსაძე.

სდასუ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის განთლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის!

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.