სამართლის ფაკულტეტი
თებერვალი 11, 2022 2024-06-26 3:34სამართლის ფაკულტეტი
-
დეკანის მიმართვა
-
ფაკულტეტის შესახებ
-
ნორმატიული ბაზა
-
საგანმანათლებლო პროგრამები
-
აკადემიური პერსონალი
-
პარტნიორები
-
კვლევა
-
სასწავლო ცხრილი
-
სასამართლო დარბაზი
-
კრიმინალისტიკური ლაბორატორია
დეკანის მიმართვა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამართლის ფაკულტეტზე!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იურიდიული განათლებისა და სამართლის მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს. უმაღლესი იურიდიული განათლება უნივერსიტეტში ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებსა და მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის საუკეთესო პრაქტიკას. სამართლის ფაკულტეტს დიდი წვლილი შეაქვს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. ეს შესაძლებელი გახდა ქართული იურიდიული სკოლის წამყვანი სპეციალისტების მოზიდვით, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვით.
სამართლის ფაკულტეტზე ხორციელდება უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სწავლება – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რომელიც მიზნად ისახავს ღრმა ცოდნის, მაღალი კვალიფიკაციისა და შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილ იურისტთა მომზადებას, რათა ხელი შეეწყოს მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
სამართლის ფაკულტეტი თეორიული ცოდნის გადაცემასთან ერთად ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიული უნარების განვითარებას პრაქტიკული კომპონენტების გამოყენებით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ფაკულტეტის ინიციატივით, სისტემატიურად ხორციელდება სხვადასხვა იმიტირებული პროცესები სტუდენტებისათვის მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის თუ კანონმდებლის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით. სტუდენტებს შესაძლებლო აქვთ დაესწრონ საჯარო ლექციებს, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კონფერენციებში, დისკუსია-დებატებში, სემინარებსა თუ ტრენინგებში. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბორატორია, სადაც მაგისტრებს შესაძლებლობა აქვთ დამატებით გაიარონ კრიმინალისტიკის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
არსებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები სისტემატიურად გადიან სასწავლო პრაქტიკას სხვადასხვა სამინისტროებში, სასამართლოებში, საადვოკატო თუ სანოტარო ბიუროებში, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა და გამოიმუშაონ ის უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეეწყობს მათ სრულფასოვან იურისტად ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნულ დაწესებულებებში საქმდება.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სტუდენტებს ელით საქმიანი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, მრავალფეროვანი და შინაარსიანი სტუდენტური ცხოვრება. სამართლის ფაკულტეტზე თითოეულ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა გამოცდილი და კვალიფიციური აკადემიური პერსონალის დახმარებით, მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება, გამოიმუშაოს როგორც პრაქტიკოსი, ისე მეცნიერ–იურისტისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევები და სრულყოფილად დაეუფლოს იურისტის პროფესიას.
სამართლის დოქტორი, პროფესორი
სამართლის ფაკულტეტის დეკანი
გია გოგიბერიძე
ფაკულტეტის შესახებ
სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას საქართველოში ოდითგანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. იურისტის პროფესია, განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ რეგულირებად პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება.
სდასუ-ს სამართლის ფაკულტეტი იურიდიული განათლებისა და მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს. უმაღლესი იურიდიული განათლება უნივერსიტეტში ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებსა და მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის საუკეთესო პრაქტიკას.
სამართლის ფაკულტეტს დიდი წვლილი შეაქვს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. ეს შესაძლებელი გახდა:
ქართული იურიდიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლების მოზიდვით;
სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით;
სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვით.
სდასუ-ს სამართლის ფაკულტეტზე მოქმედებს აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური და მატერიალურ–ტექნიკური რესურსით.
სამართლის პროგრამები მიზნად ისახავს ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილ ბაკალავრთა, მაგისტრთა და დოქტორთა მომზადებას, რაც განაპირობებს მათ კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
სდასუ-ს სამართლის ფაკულტეტზე სტუდენტებს შექმნილია საქმიანი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. სამართლის ფაკულტეტზე თითოეულ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, გამოცდილი და კვალიფიციური პროფესურის დახმარებით, მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება, გამოიმუშაოს როგორც პრაქტიკოსი, ისე მეცნიერ–იურისტისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევები და სრულყოფილად დაეუფლოს იურისტის პრესტიჟულ პროფესიას.
სამართლის ფაკულტეტს აქვს იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, სადაც სტუდენტებს ეძლევათ იმიტირებულ პროცესებში მოსამართლის, ადვოკატისა თუ პროკურორის, კანონმდებლის ამპლუაში მონაწილეობისა და იურისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობა.
სამართლის ფაკულტეტი უზრუნველყოფს კონფერენციის ფორმატში სტუდენტთა ფართო საზოგადოების წინაშე სამართლის პრობლემური საკითხების ირგვლივ არგუმენტირებული კრიტიკული შენიშვნებითა და ახალი ინიციატივებით გამოსვლას. სამართლის ფაკულტეტზე არსებული იურიდიული კლინიკების მუშაობაში ჩართულობას. სდასუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გადიან სამინისტროებში, სასამართლოებსა და საადვოკატო ბიუროებში, სადაც ისინი პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ და სრულფასოვან იურისტებად ყალიბდებიან. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნულ დაწესებულებებში საქმდება.
სამართლის ფაკულტეტზე სწავლება ორიენტირებულია სტუდენტზე და ეფუძნება სტუდენტის აკადემიური მოსწრების უწყვეტ შეფასებას; სტუდენტი იძენს იურისტისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, სამართლის ცოდნის ეფექტურად გამოყენების, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარს.
საგანმანათლებლო პროგრამები
აკადემიური პერსონალი
პროფესორები:
- გოგიაშვილი გიორგი
- გოგიბერიძე გია
- გოგინავა სულხან
- მეურმიშვილი ბესიკ
- სადრაძე თამარი
- ხოფერია ნინო
- ჩქარეული ციალა
- მონიავა პოლიკარპე
- ხვედელიძე მანანა
- ჩიტოშვილი თამარი
- ხარაზი ია
ასოცირებული პროფესორები:
- გაგუა ნინო
- გაგუა ილონა
- გოგნიაშვილი ნინო
- ქურდაძე შალვა
- ქუთათელაძე მარი
- სუხიშვილი ზაზა
- ხობელია დავით
ასისტენტ-პროფესორები:
- გოგშელიძე ზურაბ
ასისტენტები:
- ქარჩავა ზურაბ
პარტნიორები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
2. Civic Education Lecturers Association
3. Max Planck Institute for Foreign and International Criminal law in Freiburg i.Br. Germany
4. Tallinn law School, Tallinn University of Technology
5. საქართელოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
6. საქართველოს მთავრობის კანცელარია
7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
8. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
9. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
12. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
13. ა(ა)იპ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017
კვლევა
სადისერტაციო ნაშრომები:
სამართლის ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ: ხათუნა სხირტლაძის სადისერტაციო ნაშრომის – ,, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების პრობლემა სამოქალაქო სამართალწარმოებაში”თაობაზე ავტორეფერატი.
სამართლის ფაკულტეტის სამათლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ: ხვიჩა ბეგიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის – ,,პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდების განხორციელებაზე უარის თქმა და მისი სამართლებრივი შედეგები” თაობაზე ავტორეფერატი
განრიდება და მედიაცია სისხლის სამართალში – მარი ქუთათელაძე (ანოტაცია)
სდასუ-ს ასისტენტ-პროფესორის -ნინო გაგუას, მიმდინარე სამეცნიერო კვლევა გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტში – Marion Dönhoff -ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში კვლევა: “დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას: შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ქართულ-გერმანული დაზღვევის სამართლის მიხედვით”
სასწავლო ცხრილი
სასწავლო ცხრილი:
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
სამართლის სადაქტორო პროგრამა
შუალედური გამოცდის ცხრილი:
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
შუალედური გამოცდის აღდგენის ცხრილი:
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
დასკვნითი გამოცდის ცხრილი:
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
სასამართლო დარბაზი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში 2012 წლიდან ფუნქციონირებს იმიტირებული სასამართლო სხდომათა დარბაზი. ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოამზადონ იმიტირებული სასამართლო პროცესები სისხლის სამართლის პროცესში, საპროცესო უნარჩვევებში, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს კი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში. იმიტირებული სასამართლო სხდომის დარბაზი აღჭურვილია სასამართლო პროცესისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს იმიტირებული სასამართლო პროცესები წარიმართოს სასამართლო პროცესის ჩატარების წესისა სრული დაცვით და პროცედურის შესაბამისად.
კრიმინალისტიკური ლაბორატორია
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სამართლის ფაკულტეტზე ორ წელზე მეტია ფუნქციონირებს კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ტექნიკურად და პროგრამულად სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად შეისწავლონ კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა კვალთა და სხვა მტკიცებულებათა აღმოჩენა, ამოღება, ფიქსირებისა და გამოკვლევის, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა სახის დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის თავისებურებები. შესაბამისად, სამართლის სკოლის სტუდენტებს კრიმინალისტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ გამოცდილებაც, რაც ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სტუდენტების მომზადებასთან ერთად ხდება ასევე პრაქტიკოსი მუშაკების მომზადება, რის საფუძველზეც აღნიშნული პირები შეძლებენ კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებას.