საჯარო ლექცია თემაზე ,,საინვესტიციო სამართლის პრაქტიკული ანალიზი“
მაისი 25, 2024 2024-05-27 13:30საჯარო ლექცია თემაზე ,,საინვესტიციო სამართლის პრაქტიკული ანალიზი“
2024 წლის 24 მაისს, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისთან (ELSA-Tbilisi) თანამშრომლობით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე ,,საინვესტიციო სამართლის პრაქტიკული ანალიზი“, საჯარო ლექციას უძღვებოდა საინვესტიციო სამართლის ექსპერტი, სამართლის მაგისტრი ნინო შანავა.
მომხსენებლის მიერ ლექციაზე დამსწრე სტუდენტებს შედარებით სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიეწოდა ინფორმაცია საინვესტიციო სამართლის არსის, ძირითადი მახასიათებლებისა და მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციების თაობაზე. მიმოხილული იქნა საინვესტიციო სამართალთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა. საჯარო ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, მომხსენებელმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.