SDASU TV
LIVE

საინფორმაციო შეხვედრა საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით!

es
სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით!

7 მარტს, საქართველოს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტშის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის და მისი პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის მონაწილეობით სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაცილ პერსონალთან.

შეხვედრის მიმდინარეობისას განხილულ იქნა საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას. 

ცნობისთვის – საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, საჯარო სამსახურში სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება. 2024 წლის პირველი იანვრიდან კი, სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. 

სდასუ  მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის განთლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის!  

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.