საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – „სდასუ-ს სტრატეგიული განვითარება 2024-2030“.
დეკემბერი 23, 2023 2024-01-11 12:58საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – „სდასუ-ს სტრატეგიული განვითარება 2024-2030“.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – „სდასუ-ს სტრატეგიული განვითარება 2024-2030“.
2023 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – „სდასუ-ს სტრატეგიული განვითარება 2024-2030“.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა სდასუ-ს სტრატეგიულ განვითარებაზე, მათ შორის მდგრადი განვითარების კონცეფციაზე, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტის მზაობას, ჩაერთოს გლობალურ გამოწვევებში და შეიტანოს საკუთარი წვლილი, როგორც საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში, ასევე გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში, სამეცნიერო – კვლევითი, ფუნდამენტური და პრაქტიკული მიმართულებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქტიური ჩართულობით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – ომარ წერეთელმა დადებითად შეაფასა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მზაობა, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ჩართულობის მხრივ. საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID-ის პროგრამების) წარმომადგენლების მხრიდან კი დაფიქსირდა მხარდაჭერა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა პროექტში ჩართულობის კუთხით. ბიზნესის წარმომადგენლებთან, როგორც დამსაქმებლებთან და პრაქტიკის ობიექტებთან, უახლოეს მომავალში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს), არასამთავრობო, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID – ის პროგრამების), მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები, კერძო და საჯარო სკოლების დირექტორები, სდასუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები, პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები. ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა სდასუ-ს პარტნიორი, უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.