საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა და დოქტორანტმა ბუქარესტის სამეცნიერო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა!
იანვარი 17, 2024 2024-01-17 16:07საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა და დოქტორანტმა ბუქარესტის სამეცნიერო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა და დოქტორანტმა ბუქარესტის სამეცნიერო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა!
31 ოქტომბრიდან -3 ნოემბრის ჩათვლით, ენდოსკოპიური ქირურგიისა და სხვა ინტერვენციული ტექნიკის რუმინეთის ასოციაციის მე-12 ეროვნული კონგრესის ფარგლებში, ქალაქ ბუქარესტში, გაიმართა რამდენიმე სამეცნიერო ღონისძიება: ენდოსკოპიური ქირურგიისა და სხვა ინტერვენციული ტექნიკის რუმინეთის ასოციაციის მე-12 ეროვნული კონგრესი, ევროპის ქირურგიის საზოგადოების 25-ე ყოველწლიური შეხვედრა, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის მე-14 რუმინული სიმპოზიუმი, სადაც საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, თამაზ გვენეტაძე უცხოელ კოლეგებთან ერთად, დორინ-ევგენ პოპა (ლინკოპინგი, შვედეთი) და ადრიან ჰოტინეანუ (კიშინიოვი, მოლდოვის რესპუბლიკა) უძღვებოდა პანელურ სესიას. ხოლო ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტმა წარადგინა თემა კენიუ-მაილსის ოპერაციის შემდეგ განვითარებული პერინეალური თიაქრის მკურნალობა, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო უცხოელი კოლეგების მხრიდან.