SDASU TV
LIVE

შიდა სამეცნიერო-კვლევითი გრანტებისა და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსი!

Stack of book with a mortarboard and graduation scroll
სიახლეები

შიდა სამეცნიერო-კვლევითი გრანტებისა და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსი!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი   აცხადებს 2024 წლის შიდა სამეცნიერო-კვლევითი გრანტების და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსს.

შიდა სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი; იგი   ემსახურება უნივერსიტეტში  კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, მაღალი ხარისხის კვლევების, მათ შორის – საერთაშორისოს, განვითარებას, კვლევის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში და კვლევებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი:

 საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 12 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. თვეების რაოდენობა უნდა იყოს 6-ის ჯერადი და შეესაბამებოდეს 6-თვიან საანგარიშო პერიოდებს.

პროექტის საგრანტო დაფინანსება პროექტის ხანგრძლივობასთან მიმართებაში შეიძლება მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით:

სამეცნიერო მიმართულებადაფინანსების მაქსიმუმი  პროექტის ხანგრძლივობის მიხედვითმაქსიმალური წლიური ბიუჯეტი
12  თვე18 თვე24 თვე
3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები12 000 ლარი18 000 ლარი24 000 ლარი12 000  ლარი
სოციალური მეცნიერებები
5.2 ეკონომიკა  და ბიზნესი11000 ლარი16500 ლარი22000 ლარი11000 ლარი
5.5 სამართალი10 000 ლარი15 000 ლარი20 000 ლარი10 000 ლარი
5.8 მედია და კომუნიკაცია10 000 ლარი15 000 ლარი20 000 ლარი10 000 ლარი
6. ჰუმანიტარული მეცნიერებები
7. საერთაშორისო ურთიერთობები
10 000 ლარი
10 000 ლარი
15 000 ლარი
15 000 ლარი
20 000 ლარი
20 000 ლარი
10 000 ლარი
10 000 ლარი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  სდასუ-ს  აკადემიურ, სამეცნიერო მოწვეულ პერსონალს, ახალგაზრდა მკვლევარს ან/და მაგისტრატურის  ან დოქტორატურის სტუდენტს (იხ. „შიდა  გრანტებით სამეცნიერო კვლევების დაფინანსების წესი“, დანართი 1).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 15 ნოემბრიდან – 2023 წლის 25  დეკემბრის ჩათვლით 00:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iataboridze@yahoo.com.

  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;
  • დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე პროექტების სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა – 2024 წლის 25 იანვარი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება სდასუ-ს რექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2024 წლის 26 იანვარს;
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2024 წლის 30 იანვარის ჩათვლით.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილმა სუბიექტებმა დადგენილ ვადებში  უნდა წარმოადგინონ საგრანტო პროექტის განაცხადი ხელმოწერილი ნაბეჭდი სახით თანდართულ დოკუმენტებთან ერთად:

  1. სამეცნიერო კვლევის საპროექტო განაცხადის ფორმა (კვლევითი პროექტებისთვის დანართი 2, სახელმძღვანელოს გამოცემა – დანართი 2.1);
  2.  საპროექტო წინადადება (დანართი 3);
  3.  პროექტის ხელმძღვანელისა და პროექტში ჩართლი პერსონალის რეზიუმეები (დანართი 4);
  4. პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5);
  5.  პროექტის შესრულების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6);
  6.  პროექტის შედეგები (დანართი 7).
  7.  პროექტის უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერილი თანხმობის წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ქართულ ენაზე.
  8. პროექტის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  9. პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული ფიზიკური პირების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, დოქტორანტის/ მაგისტრანტის, ბაკალავრის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სწავლის შესახებ  სდასუ-დან);

საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

კონკურსში წარმოდგენილი საგრანტო პროექტები შეფასდება ორ ეტაპად.

1. პროექტის შეფასების პროცედურა ორეტაპიანია.

2. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტების შეფასებას პირველ ეტაპზე ახორციელებენ დამოუკიდებელი ექსპერტები.  

3. კონკრეტული პროექტის შეფასებაში უნდა მონაწილეობდეს დარგის ორი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელთა ვინაობა პროექტის წარმდგენთათვის კონფიდენციალურია.

4. შეფასების პირველ ეტაპზე დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტს აფასებენ დანართში 9 მოცემული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

5. შეფასების მეორე ეტაპზე გადასასველად აუცილებელი მოთხოვნაა პირველ ეტაპზე თითოეული ექსპერტის შეფასების სრული 60 ქულიდან მინიმუმ 40 ქულის მიღება.

7. შეფასების მეორე ეტაპზე პროექტს აფასებს საბჭო დანართში 10 მოცემული კრიტერიუმების მიხედვით (დანართი 10).  

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 15 ნოემბრიდან – 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით 00:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iataboridze@yahoo.com

საკონსულტაციო განრიგი:

საკონსულტაციო შეხვედრა ფაკულტეტების შესაბამისად გაიმართება 2023 წლის 6 ნოემბრიდან და 2023 წლის 20 დეკემბრამდე;

საგრანტო პროექტთან დაკავშირებით შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 20  დეკემბრის ჩათვლით  ელ-ფოსტის მისამართზე: iataboridze@yahoo.com

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger