SDASU TV
LIVE

მულტიკულტურული ჯგუფი იწყებს საგანმანათლებლო კურსს „სახელმწიფო უსაფრთხოების ძირითადი სფეროების“ შესახებ.

426512875_1001611424887967_3154896621158673761_n
სიახლეები

მულტიკულტურული ჯგუფი იწყებს საგანმანათლებლო კურსს „სახელმწიფო უსაფრთხოების ძირითადი სფეროების“ შესახებ.

კურსის სახელწოდება:

„სახელმწიფო უსაფრთხოების ძირითადი სფეროები“;

კურსის აღწერა:

დღესდღეობით ქვეყნის სიძლიერე განისაზღვრება, თავდაცვისუნარიანობითა და ეკონომიკური სიმტკიცით. პოლიტიკოსები ამ ორი მიმართულების გასაძლიერებლად, უამრავ დროსა და საბიუჯეტო რესურს ხარჯავენ. აღნიშნული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ინფორმაციის ფლობა, რაც გულისხმობს სხვებზე მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას, რასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. სწორედ, აღნიშნული კურსის მიზანს წარმოადგენს, მსმენელს გამოუმუშაოს ის უნარ-ჩვევა, რაც მომავალში დაეხმარება მიღებული ინფორმაციის სწორ აღქმასა და ანალიზში. ასვე ცოდნას გაუღრმავებს სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებებსა და უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების დანაშაულებრივი საქმიანობის საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ინფორმაციის მოპოვებასთან.

შეისწავლება შემდეგი საკითხები:

• გავრცელებული ინფორმაციის სწორი აღქმა;

• დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობა;

• რა როლს ასრულებს ჰიბრიდულ მოქმედებებში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახური;

• რა შესაძლებლობა გააჩნია ძლიერი ქვეყნის დაზვერვას;

• როგორ ხდება, ტერორისტული ორგანიზაციების არაოფიციალური მართვა;

• რელიგიური ტერორიზმი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევა;

• თანამედროვე ტერორიზმის პოლიტიკური ასპექტები.

კურსის პარტნიორია: დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

ლექციები ჩატარედება ჰიბრიდულად, აუდიტორიაში მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 და ონლაინ „Zoom“ პლატფორმის მეშვეობით.

სალექციო კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა, კვირაში ორჯერ, ლექციის ხანგრძლივობა ორი საათი.

სალექციო კურსს წარუძღვებიან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კურსის წამყვანი მენტორი – ზურაბი ჭაბაშვილი

სალექციო კურსის დაწყების თარიღი: 11/03/2024

კურსის საფასური: 500 ლარი

სდასუ-ს სტუდენტებისთვის კურსი უფასოა.

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე

https://docs.google.com/…/1HqlRMKPuItY4XYgYGkWS0IuNUaQ…/edit

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger