მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
თებერვალი 4, 2024 2024-02-04 22:20მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას 2023 – 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამართალი
სტომატოლოგია
ჟურნალისტიკა
ინგლისური ფილოლოგია
საერთაშორისო ურთიერთობები
ბიზნესის ადმინისტრირება
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტურიზმი
მობილობის ვადები:
სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადის, პირადი საქმის ასლების წარდგენა შესაბამის ფაკულტეტზე დოკუმენტების წარდგენა და კრედიტების აღიარება: 12 თებერვალი – 17 თებერვალი
სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა: 18 თებერვლის ჩათვლით
მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
1. განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
8. 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD -ზე.
საბუთების მიღება 10.00 საათიდან – 16.00 საათამდე
უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში
მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
ან ელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (032) 2 25 36 77
გისურვებთ წარმატებას!