SDASU TV
LIVE

მედიცინის ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

ძვირფასო მომავალო სტუდენტებო!

უპირველეს ყოვლისა,გვინდა გისურვოთ წარმატებული სტუდენტობა და ჩვენი აკადემიური გუნდის სახელით შემოგთავაზოთ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ჩვენი უნივერსიტეტის მიზანს წარმოადგენს კონკურენტუნარიანი თაობის აღზრდა, რომელთა პროფესიონალიზის დონე სრულ შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი თქვენთვის, როგორც მომავალი პროფესიონალებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს შრომის ბაზარზე არსებული თანამედროვე მოთხოვნებისთვის შესაბამისი განათლების მიღება და სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა: ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიებზე, კომპიუტერულ რესურსებსა და ლაბორატორიებზე, მაღალი დონის სამეცნიერო, სასწავლო – კლინიკურ ბაზებზე
და ა.შ.

ჩვენი გუნდის ამოცანაა მომავალ თაობას გადავცეთ ის ინტელექტუალური რესურსი, რასაც მომავალში გამოიყენებენ როგორც საკუთარი, ისე ჩვენი ქვეყნის პროგრესული მომავლის უზრუნველსაყოფად.

 

ია ეგნატიევი,

მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

ფაკულტეტის შესახებ

ფაკულტეტის მიზანია აკადემიური თავისუფლების და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში მაღალხარისხიანი და შრომის ბაზარზე ორიენტირებული თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოს მუდმივად პროგრესირებად საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლება. მედიცინისა და სტომატოლოგიის დარგში მაღალკვალიფიციური და შიდა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ემყარება შემდეგ პრინციპებს: ბიოსამედიცინო მეცნიერებების ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა, მყარი თეორიული ბაზისის შექმნა შემდგომში კლინიკური დისციპლინების ათვისებისათვის, სწორი მეთოდოლოგიური მიდგომების პირობებში სამეცნიერო ცოდნის და პრინციპების მართებული გამოყენება, კლინიკური აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარება, დაავადებებისა და პათოლოგიური პროცესების დადიაგნოზების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის პრინციპების, კონცეფციების, მეთოდების ათვისება და რეალიზება, ცოდნის მუდმივი განახლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობის გაცნობიერება, ექიმის პროფესიისათვის მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი ღირებულებების გააზრება და გათავისება.

კურსდამთავრებულს უფლება აქვს დასაქმდეს უმცროსი ექიმის პოზიციაზე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირთან, ჩაერთოს პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში ან გაიაროს რეზიდენტურის სრული კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა, რათა ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით, ღირსეულად ემსახუროს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას. სკოლა ახორციელებს:
 ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინა
 ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – სტომატოლოგია
 სადოქტორო პროგრამა – მედიცინა

 

ფაკულტეტი გამორჩევა მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაღალი დონის სამეცნიერო, სასწავლო – კლინიკური ბაზებით, სადაც სტუდენტები დარგის აღიარებულ სპეციალისტებთან ეუფლებიან სამედიცინო განათლებას. სდასუ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის უნივერსიტეტებთან.

აკადემიური პერსონალი

პროფესორები

  • ბერაძე ივა
  • ბოლოკაძე ნატალია
  • გვაზავა იოსები
  • გვენეტაძე თამაზ
  • გიორგობიანი მანანა
  • ზეიკიძე სოლომონ
  • თაბორიძე იამზე
  • თევზაძე ნანა 
  • თვალიაშვილი გიორგი
  • კომახიძე ნინო
  • მეგრელიშვილი ნინო 
  • მოსიავა თეიმურაზ
  • ორმოცაძე გიორგი
  • ჟორჟოლიანი ლიანა
  • საგინაძე ლალი 
  • საყვარელიძე ზურაბ
  • უჯმაჯურიძე ნოდარ
  • ფრანჩუკი ქეთევან 
  • ქორიძე მაია
  • ქორიძე მანანა
  • ღვინიაშვილი დავითი 
  • ჩოკოშვილი ოთარ
  • ხეცურიანი ნუნუ
  • ხუნდაძე ირაკლი
 
 

ასოცირებული პროფესორები

  • აბაიშვილი ნინო
  • ბარბაქაძე მაია
  • ბერაძე ირინა
  • ბიკაშვილი თამარ
  • ბილანიშვილი ირინა 
  • ბრელიძე მარინე 
  • გაბუნია თეა
  • გიორგაძე ელისაბედ
  • გოგუა მაია
  • გორშკოვი მიხეილი
  • გოგიბერიძე მამუკა
  • გობირახაშვილი ალექსანდრე
  • ეგნატიევი ია
  • ელიზბარაშვილი მაია
  • ელიზბარაშვილი ნუგზარ
  • ვარძუკაშვილი ირაკლი
  • ვეკუა ნანა
  • თევზაძე მარიამ
  • თოფურიძე ნელი
  • კალმახელიძე რამაზ
  • კვანჭახაძე რუსუდან
  • კავსაძე ელენე
  • ლაბარტყავა მიხეილ
  • ლილუაშვილი სოფიკო
  • ლომიძე ზაზა 
  • მახარაძე მანანა
  • მიქიაშვილი სოფიო
  • მიქელაძე თეიმურაზ 
  • ნანობაშვილი ნინო
  • ომანაძე ნანა
  • სარიშვილი აკაკი
  • სვანიძე მაია
  • სულაშვილი ნოდარი
  • უჩანეიშვილი სოფიო
  • ფირცხალავა ნატალია
  • ფულარიანი თეა
  • ქემოკლიძე თამარ
  • ქერაშვილი სოლომონ
  • ქირია ნანა
  • შარაშენიძე ნინო
  • შველიძე ხათუნა
  • ჩხიკვიშვილი მანანა 
  • ცინცაძე მაია
  • ციცხვაია სერგო

 

ასისტენტ-პროფესორები 

  • მშვიდობაძე ქეთევან
  • ჯიქია გოგი 

კვლევა

სადოქტორო ნაშრომები

1. ჰიპერტენზიის პათოგენეზის ზოგიერთი ასპექტები მენოპაუზურ ქალებში – მაკა ბულეიშვილი

2. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების კლინიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა ჰემობლასტოზებით დაავადებულ პაციენტებში – ნანა ომანაძე

3. პაროდონტის ანთებით დაავადებათა პროგნოზული მახასიათებლები და კორელაციები სომატურ დაავადებებთან ქართველ სტუდენტთა პოპულაციაში – ნინო აბაიშვილი

4. მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებები აივ/შიდსით ავადმყოფებში – ია ეგნატიევი

5. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს კბილის კარიესის და პაროდონტის დაავადებათა განვითარების რისკ-ფაქტორები მოზარდთა ასაკში – სესილი ბერიაშვილი

6. ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა ადენოიდების მქონე პაციენტებში – თამარ მინდაძე

7. თანდაყოლილი სკოლიოზის მკურნალობის შედეგების პროგნოზირება ხერხემლის ნახევარმალის მქონე პაციენტებში – ირაკლი ვარძუკაშვილი

8. ასთმის პროგნოზული ბიომარკერები მსტვინავი სუნთქვის დროს უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა პოპულაციაში – თეიმურაზ მიქელაძე

9.ბეტა ბლოკერების ეფექტების ზოგიერთი ასპექტი ჰიპერტენზიის დროს (კლინიკურ -ექსპერიმენტული კვლევა)შარაშენიძე თამარ

10.საშვილოსნოს ტანის მოპროლიფერაციე ლეიომიომების პათოგენეზის მოლეკულური საფუძვლები რეპროდუქციული პერიოდის ქალებში – მინდია იობაშვილი

11.ორსულთა სტომატოლოგიური სტატუსი და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზაციის მეთოდები -ზუბადალაშვილი ანა

12.ოპერაციული ტაქტიკის არჩევანივანი საყლაპავის ატრეზიის დროს ახალშობილებშიზურაბ ძიძავა

13.მიწისპირა ოზონის დონის სეზონური ცვალებადობის კორელაცია დაავადების გავრცელების თავისებურებებთანსვანიძე მაია

14.თავის ტვინის პარენქიმის ნეკროზის წამყვანი პარამეტრების გამოვლენა, დაავადების და მკურნალობის გართულებების დიფერენცირების პრინციპები კ. ტ. პერფუზიის მეშვეობით – ერეკლე გიგიაძე

15.გასტროენტეროლოგიური ავადმყოფობების ზოგიერთი მონაცემის შესწავლა აჭარის
სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში –
სოფიკო დავითაძე

16.ავადობის სტრუქტურისა და რისკის შეფასება საქართველოს სტუდენტთა პოპულაციაშითამარი სულთანიშვილი

17.ღრმა ოსცილაციის გამოყენება მენჯარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირების შემდგომ კომპლექსურ რეაბილიტაციაშიგორშკოვი მიხეილ

18.გულის იშემიური დაავადებების თავისებურებები და პროგნოზირება 45 წლამდე ასაკის ქართულ პოპულაციაშიგიორგი გოგიშვილი

19.მარცხენა კორონარული არტერიის ღეროს დაავადების ინტერვენციული მკურნალობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით – მურმან ქანთარია

სასწავლო ცხრილი

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა

სასწავლო ცხრილი:

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა 

მედიცინის სადოქტორო პროგრამა

შუალედური გამოცდის ცხრილი:

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

შუალედური გამოცდის აღდგენის ცხრილი:

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

დასკვნითი გამოცდების ცხრილი:

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

დასკვნითი გამოცდის აღდგენის ცხრილი:

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

კლინიკური ბაზები

  1. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტების სასწავლო პროცესი და კლინიკური უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება მიმდინარეობს შემდეგ სამეცნიერო და სასწავლო-პრაქტიკულ ცენტრებში:
  2.  

    1.აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

    2.სს ქირურგიის ეროვნული ცენტრი

    3.ბალნეოლოგიური კურორტი – კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი

    3.შპს“კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი”

    4.აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის შპს “ენმედიცი” ენდოკრინოლოგია- მეტაბოლოგია- დიეტოლოგიის ცენტრი

    5.სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრ

    6.შპს “ნიუ ჰოსპიტალს”

    7.შპს “ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა”

    8.შპს “ახალი მზერა”

    9.სს “ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი”

    10. შპს “თბილისის პირველი კლინიკური მიმღები”

    11.შპს “ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”

    12.შპს „დეკა“

    13.შპს “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“

    14. სტომატოლოგიური კლინიკა ”სდასუ”

სტომატოლოგიური კლინიკა

სდასუ-ს ქართულ-ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკა შეიქმნა ბრიტანელი პარტნიორების თანამონაწილეობით. კლინიკა არის მრავალპროფილიანი და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სტომატოლოგიურ კლინიკას აქვს ასევე სასწავლო დანიშნულება, ხელს უწყობს სტუდენტების მიერ სწავლის პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მათ რეალიზებას კონკრეტული მიზნების მისაღწევად და ამზადებს მაღალკვალიფიციურ სპცეციალისტებს დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
კლინიკაში მიმდინარეობს  რეზიდენტთა პრაქტიკული მომზადება და დოქტორანტების სამეცნიერო კვლევები.