მედიაგანათლების პროექტის ფარგლებში სდასუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში!

340902631_1565986060576956_6319116667255396634_n
სიახლეები

მედიაგანათლების პროექტის ფარგლებში სდასუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში!

ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების პროფესორთა, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა და მედიის უფლებების დამცველთა სასწავლო ვიზიტი.

ვიზიტი მიმდინარეობს მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზება გაუწია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტიორმა ორგანიზაციამ – ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრმა #ICFJ. დელეგაციის შემადგენლობაშია სდასუ-ს ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი ხათუნა ჩარკვიანი. აღსანიშნავია, რომ სდასუ უკვე მეორედ მონაწილეობს მედიაგანათლების პროექტის ფარგლებში სასწავლო ვიზიტში.

სასწავლო ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები ეწვივნენ ვაშინგტონში მდებარე უნივერსიტეტებს კერძოდ, ჰემპტონის უნივერსიტეტის სკრიპს ჰოვარდის სახელობის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის სკოლაში, ამერიკული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლას, შეხვდნენ პოპულარული ამერიკული გამოცემის ,,USA Today'”-ს რედაქტორებსა და ჟურნალისტებს.

სასწავლო ვიზიტის მეორე კვირის განმავლობაში დელეგაციის წევრები ეწვივნენ არიზონას შტატს, კერძოდ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის უოლტერ კრონკაიტის ჟურნალისტკისა და მასკომუნიკაციების სკოლას და შეხვედრები გამართეს ამერიკელ კოლეგებთან, გაეცნენ მათ გამოცდილებას, სასწავლი პროცესისა და საგნების ორგანიზების დეტალებს და ასევე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე. პროფესორ-მასწავლებლები ასევე შეხვდნენ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰემფრი სასწავლო პროგრამის მონაწილეებს, გაზეთ ,,AZ Republic” ის ჟურნალისტებს. ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.

ბოლო ჩანაწერები

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.