პროექტები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კონცეფცია

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კონცეფციის ძირითადი იდეა არის უნივერსიტეტის, როგორც თანამედროვე აკადემიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უწყვეტი განვითარება. მისი ძირითადი მიზანია ინოვაციებზე, ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული კვლევის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესთან მისი ინტეგრირება. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტებია ცოდნისა და მეცნიერების ფუნდამენტურობა, მემკვიდრეობითობა, მაღალი ხარისხი; რეგიონულ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია. ეროვნული ხელისუფლების პირობებში დაარსებული პირველი უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, რომ კვლევითი საქმიანობით ხელი შეუწყოს ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას, ქართული საზოგადოების განვითარებასა და გლობალურ კონტექსტში მისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. უნივერსიტეტი, როგორც კვლევითი ცენტრი, უნდა იყოს ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლებისა და კორპორატიული ეთიკის დაცვის ინიციატორი. უნივერსიტეტი განსაკუთრებულად ზრუნავს მომავალ მკვლევართათვის, თავისუფალი სივრცის შექმნაზე, პროფილური კვლევების განვითარებასა და სამეცნიერო სფეროს მრავალფეროვნების უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, იგი მიზნად ისახავს როგორც საგანზე ორიენტირებული, ისე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თანამედროვე კვლევით გარემოსა და სამეცნიერო კომუნიკაციას, რათა მეცნიერებს, სტუდენტებსა და ზოგადად დაინტერესებულ პირებს მიეცეთ ურთიერთობის, განვითარებისა და ახალი ცოდნის გამოყენების საშუალება. უნივერსიტეტი ცდილობს, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს ბიზნეს–საზოგადოებასთან, გეგმავს ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა დასაქმებასა და კვლევის შედეგების კომერციალიზაციას. უნივერსიტეტის თვითშეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევითი პროექტების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, თანამშრომლობა ადგილობრივ, რეგიონულ თუ უცხოელ პარტნიორებთან. ახალგაზრდებში სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სადოქტორო პროგრამებსა და დოქტორანტურის შემდგომ კვლევას.

კონფერენციები

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.
კონფერენციის მიზანია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების ხელშეწყობა და მეცნიერების უახლესი მიღწევების წარმოჩენა.

  • 2022 წელი – სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენცია
  • 2021 წელი – სტუდენტთა XXIX სამეცნიერო კონფერენცია
  • 2020 წელი – სტუდენტთა XVIII სამეცნიერო კონფერენცია
  • 2019 წელი – სტუდენტთა XVII სამეცნიერო კონფერენცია
  • 2018 წელი – სტუდენტთა XXVI სამეცნიერო კონფერენცია
  • 2017 წელი – სტუდენტთა XXV სამეცნიერო კონფერენცია
  • 2016 წელი – სტუდენტთა XXIV სამეცნიერო კონფერენცია
  • 2015 წელი – სტუდენტთა XXIII სამეცნიერო კონფერენცია
  • 2014 წელი – სტუდენტთა XXII სამეცნიერო კონფერენცია
  • 2013 წელი – სტუდენტთა XXI სამეცნიერო კონფერენცია
  • 2012 წელი – სტუდენტთა XX სამეცნიერო კონფერენცია