კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

f3631c2de5b753a7028d9996485dc1a7
სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად


   კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

–  ოფთალმოლოგია   – 1 ასოცირებული პროფესორი;

–  თერაპიული სტომატოლოგია –  2 ასოცირებული პროფესორი;

–  პათოლოგია (პათანატომია)  – 1 ასოცირებული პროფესორი;

–  საერთაშორისო ურთიერთობები -1 ასოცირებული პროფესორი;

–  ქართული ფილოლოგია  – 1 ასოცირებული პროფესორი;

–  მენეჯმენტი – 1  პროფესორი;

–  ფინანსები – 2  ასოცირებული პროფესორი;

–  ეკონომიკა – 1 პროფესორი;

–  ინფორმაციული ტექნოლოგიები -1 ასოცირებული პროფესორი.

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:

ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;

გ) კლინიკურ დისციპლინაში დამატებითი მოთხოვნებია – ა) შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერტიფიკატი; ბ) ბოლო 5 წლისკლინიკური გამოცდილება. 

აკადემიური  თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი

ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ)შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერტიფიკატი;

ე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);

ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები. სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ზ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით;

თ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით);

ი) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისი/მომიჯნავე  სპეციალობის სერტიფიკატის ასლები  კონკურსანტმა საბუთების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული წესით.  უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში წარმოდგენის შემთხვევაში, მითითებული დოკუმენტების ასლებს თან უნდა ახლდეს დედნები.კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის  14  იანვრიდან  24 იანვრის  ჩათვლით.უნივერსიტეტის კანცელარიაში(10.00 სთ-დან 16 სთ-მდე,   ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)  ანელექტრონულ მისამართზე: info@sdasu.edu.geკონკურსის  შედეგები    გამოცხადდება  არაუგვიანეს 2022  წლის 5 თებერვლისა.

ბოლო ჩანაწერები

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.