SDASU TV
LIVE

ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სდასუ-ში!

33333
სიახლეები

ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სდასუ-ში!

2024 წლის 24 თებერვალს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრნენ დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიას, მისიას, სტრუქტურას, საქმიანობის ფორმატს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტში არსებული კრიმინალისტიკური და ბიო-სამედიცინო ლაბორატორიები, იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, საბიბლიოთეკო სივრცე, სატელევიზიო სტუდიები. მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტში მოქმედ „დიპლომატთა კლუბს“ და მოისმინეს ლექცია „კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული ომისა და მისი საფრთხეების შესახებ“.

მოსწავლეებმა უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში ასევე მოისმინეს ლექცია კრიმინალისტიკური ტექნიკის, კრიმინალისტიკაში გამოყენებული თანამედროვე ტექნიკური საშუალებების, ძირითადი მეთოდებისა და ხერხების, მტკიცებულებების მოპოვების, მათი გამოკვლევისა და გამოყენების თაობაზე.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger