SDASU TV
LIVE

ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე!

scholarship_banner
სიახლეები

ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე!

სდასუ აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე;

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:

საბუთების მიღება – 11 სექტემბერი – 19 სექტემბერი

გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში  – 21 სექტემბერი

გამოცდის შედეგების გამოცხადება -22 სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება  – 22-23 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება -25 სექტემბერი

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება  – 26 სექტემბერი 

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება – 27 სექტემბერი 

გასაუბრების შედეგების გასაჩივრება – 27-28 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება  – 29 სექტემბერი 

სდასუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის რეზიუმე, CV;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2023 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
  • უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
  • წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
  • 2 ფოტოსურათი (3 x 4)  და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
  • საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 

    მისამართი:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

    საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50

    ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge

    ბოლო კომენტარები

    არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
    საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

    საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

    I will be back soon

    საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
    მოგესალმებით

    რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
    Messenger