SDASU TV
LIVE

ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე!

scholarship_banner
სიახლეები

ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე!

სდასუ აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე;

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:

საბუთების მიღება – 1 სექტემბერი – 9 სექტემბერი

გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში  – 14 სექტემბერი

გამოცდის შედეგების გამოცხადება -15 სექტემბერი

გამოცდის შედეგების გასაჩივრება  – 15-16 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება -18 სექტემბერი

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება  – 20 სექტემბერი 

დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი 

გასაუბრების შედეგების გასაჩივრება – 21-22 სექტემბერი

აპელაციის შედეგების გამოცხადება  – 23 სექტემბერი 

ჩარიცხვის ბრძანების მომზადება  – 25  სექტემბერი

სდასუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის რეზიუმე, CV;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2023 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
  • უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
  • წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.
  • 2 ფოტოსურათი (3 x 4)  და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 

მისამართი:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)

საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 57 60 50

ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger