Taking too long? Close loading screen.
სდასუ TV

ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

istockphoto-1491193003-612x612
სიახლეები

ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ქართული ფილოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
  2. ჟურნალისტიკა – 2  ასოცირებული პროფესორი;
  3. ინგლისური ფილოლოგია – 3 ასოცირებული პროფესორი;
  4. მასობრივი კომუნიკაციები – 1 ასოცირებული პროფესორი;
  5. ფილოსოფია – 1 ასოცირებული პროფესორი;

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები.

  • პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება; მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  • ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი/ მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან  მოქმედი სადოქტორო პროგრამის  აქტიური სტატუსის დოქტორანტი.
  • კონკურსანტი პროფესორის თანადებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორის  თანამდებობაზე – შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე – 3 წლის ვადით.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოსშემდეგი დოკუმენტები.

  • განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);
  • კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად (დანართი 2);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულისთვის;
  • 2 ფოტოსურათი (3 × 4) ბეჭდური და ელექტრონული ფორმით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და  ასლი;
  • დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიცისტებისთვის);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო  და სასწავლო-მეთოდური  ნაშრომების ჩამონათვალი;
  • შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  • შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
  • სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
  • კონკურსანტმა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ მიმართულებებში, ზემოთმითითებულ საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს:
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის და კონკურსანტის მიერ.
  • შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 14 აპრილიდან 30 მარტის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25).

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 8 მაისისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge 

ტელ: (995 32) 2 253 677

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.