SDASU TV
LIVE

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

 

ძვირფასო ახალგაზრდებო და მომავალო სტუდენტებო!

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველდღიურად მუშაობს სტუდენტების მოსამზადებლად იმ გამოწვევებისათვის, რომლებსაც ისინი შეხვდებიან ჩვენს ცვალებად სამყაროში. როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი, ჩვენ გთავაზობთ მეტ არჩევანს, თქვენთვის სასურველ ხარისხს, მხარდაჭერასა და კომფორტს – ყოველივე იმას, რაც გჭირდებათ წარმატების მისაღწევად.

ფაკულტეტზე ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი განათლების მისაღებად, რათა სტუდენტები დაეუფლონ არჩეულ სპეციალობას და თეორიულ ცოდნასთან ერთად განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება; ეს კი დაეხმარება მათ, ჩამოუყალიბდეთ საკითხების ეფექტიანად გადაჭრის უნარი.

ჩვენი აკადემიური გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებსაც აქვთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება, რაც სტუდენტებს მისცემს სწორ მიმართულებას, ადვილად აუღონ ალღო სწავლა-სწავლების სპეციფიკას და გამოიმუშაონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რათა შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზება საკუთარი წარმატებული კარიერისთვის და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავიანთი განათლებითა და მასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევებით არიან დღევანდელი და ხვალინდელი დღის ლიდერები, შემსრულებლები და შემოქმედებითად მოაზროვნეები.საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე ადგილი, სადაც იღებთ ცოდნას. თქვენი იდეები იქცევა აღმოჩენად. აქ შესაძლებლობები უსაზღვროა.

ჩვენი უნივერსიტეტი არის გზა წარმატების მისაღწევად!

 

 

ფაკულტეტის შესახებ

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გთავაზობთ საუკეთესო შესაძლებლობას მიიღოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების,  ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, რაც მომავლში თქვენი წარმატებული კარიერის  საწინდარი გახდება.
ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე სასერტიფიკატო კურსებს, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სრულყოფილად დაინახონ თეორიული ცოდნის პარაქტიკაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობები.
სასწავლო პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობასთან.  
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზანია კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე პირობებში ბიზნესის ფუნქციონირების, მენეჯმენტის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობიერებას, თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შერწყმასა და ბაზარზე თვითდამკვიდრებას. 
არჩევანის ჩვენს ფაკულტეტზე გაკეთებით თქვენ მტკიცე საფუძველს ჩაუყრით თქვენს მომავალ კარიერულ აღმასვლას.

აკადემიური პერსონალი

პროფესორები

·      ადამია ვლადიმერი

·      ანთია ვახტანგ

·      ბალიაშვილი ელისაბედი

·      გაბედავა მერი 

·      გრიგალაშვილი სულიკო

·      დოლიაშვილი თინათინ

·      კბილაძე დავით

·      მარხულია გურამ 

·      ნადარაია ოთარი

·      ქობლიანიძე  თამარ 

 

ასოცირებული პროფესორები

 

·       ალადაშვილი მანანა

·       დოლიძე მაია

·       იზორია მარინა 

·       კუნჭულია პაატა

·       ლიპარტელიანი ნინო

·       მელაძე მაია

·       ნანიტაშვილი მანანა

·       ნატროშვილი ლელა

·       ნაცვლიშვილი ნიკოლოზი

·       ოთხოზორია ნინო

·       სართანია თეიმურაზ

·       სუბელიანი გიორგი

·       ტაბატაძე თეიმურაზ

·       ტოკაძე ლალი

·       ჩაჩანიძე თამარ

·       ჩქოფოია სოფო

·       ჭოლიკიძე ლევან


ასისტენტ პროფესორი


  • მოდებაძე ანა
  • ნადირაძე ვახტანგ

 

პარტნიორები

1.  შპს ეფ1

2. სდასუ TV

3. შპს “სქაინეთი”

4. შპს „ზეარისი“

5. შპს”ini.ge ჯგუფი

6. შპს „ახალი ქართული კაპიტალი“

7. შპს “კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი”

8. შპს “გლობალ კონსალტინგ ჯორჯია”

9. სს ”სადაზღვეო კომპანია ალდაგი ბისიაი”

10. ა(ა)იპ ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემია

11. შპს ”ჯითერ” (სასტუმროთა ქსელი ”ამბასადორი”)

12. სასტუმრო ”ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი’

13. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

14. სს. მიკროსაფინასო ორგანიზაცია ”მიკრო ბიზნეს კაპიტალი”

15. მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო”

16. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

17. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი

18. არასამთავრობო ორგანიზაცია მულტიცულტურული ჟგუფი

საერთაშორისო პარტნიორები:

1. University of Lodz (Poland)

2. RISEBA University of Applied Sciences (Latvia)

3. University College of Tourism and Ecology (Poland)

4. International Hellenic University – IHU

კვლევა

1. სტატისტიკური მეთოდის 6 სიგმას გამოყენება თბილისის საავტობუსო ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურების ხარისხის შესაფასებლად

2. რელიგიური ტურიზმი – როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი – ნოდარ გრძელიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ასოცირებული აფილირებული პროფესორი

სადოქტორო ნაშრომები

1. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების მიმართულებები (დისერტაცია) – მაყვალა ზარიძე

2. საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში (დისერტაცია)– გიორგი კასრაძე

3. საჰაერო ტრანსპორტის მართვის ეფექტიანობისა და გადაზიდვების ხარისხის ამაღლების მიმართულებები საქართველოში (დისერტაცია) – ვახტანგ ნადირაძე 

სასწავლო ცხრილი

სასწავლო ცხრილი:

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი

ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი)

ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი)

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმნათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი)

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა (მაგისტრატურა)

შუალედური გამოცდების ცხრილი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა 

ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა 

ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა 

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა 

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა