SDASU TV
LIVE

ცხადდება მიღება სამართლის სადოქტორო პროგრამაზე!

CLAT
სიახლეები

ცხადდება მიღება სამართლის სადოქტორო პროგრამაზე!

ცხადდება მიღება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე;

სამართლის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:

  • საბუთების მიღება – 9 სექტემბერი – 19 სექტემბერი
  • გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 20 სექტემბერი
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება  – 21 სექტემბერი
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23 სექტემბერი
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერი
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 26 სექტემბერი 
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება  – 27 სექტემბერი 
  • გასაუბრების შედეგების გასაჩივრება – 28 სექტემბერი
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 30 სექტემბერი 
  • ჩარიცხვის ბრძანების მომზადება – 30 სექტემბერი

სდასუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

    • განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
    • განმცხადებლის რეზიუმე, CV;
    • სამართლის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2024 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
    • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების თაობაზე ინფორმაცია;
    • უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
    • სავარაუდო სადისერტაციო ნაშრომის სათაური, სადისერტაციო ნაშრომის თეზისი/პროექტი;
    • კანდიდატს, მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რის თაობაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთ -ერთი მაინც:
    • შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
    • ცნობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
    • ცნობა შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების თაობაზე.
    • წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
    • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს).
    • 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

    დოქტორნატობის მსურველების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2024 09 სექტემბრიდან  19 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

    ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

    ტელ: (995 32) 2 253 677

    ბოლო კომენტარები

    არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.