SDASU TV
LIVE

ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!

seo-for-higher-education-1
სიახლეები

ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!

ცხადდება მიღება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის, ჟურნალისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებზე.

მაგისტრატურაში მიღების ვადები:

  • საბუთების მიღება – 09 სექტემბერი – 18 სექტემბერი
  • გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 20  სექტემბერი
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21-23 სექტემბერი
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერი
  • გამოცდა სპეციალობაში – 26 სექტემბერი
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერი
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 26-27 სექტემბერი
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 28  სექტემბერი
  • ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 30 სექტემბერი

მაგისტრანტობის კანდიდატთათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება რექტორის სახელზე; (დანართი 1)
  • ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად (სდასუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ) დამოწმებული ასლები (2023 წელს კურსდამთავრებულთათვის  – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
  • უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის   (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი  (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის  არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD -ზე.

მაგისტრანტობის მსურველთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 09 სექტემბრიდან  18 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

ტელ: (995 32) 2 253 677

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger