SDASU TV
LIVE

ცხადდება მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე!

md-phd-fi-1
სიახლეები

ცხადდება მიღება მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე!

ცხადდება მიღება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე;

    მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:

      • საბუთების მიღება – 9 სექტემბერი – 19 სექტემბერი
      • გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 20 სექტემბერი
      •  გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი
      •  გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23 სექტემბერი
      • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერი
      • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება  – 26 სექტემბერი 
      • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება – 27 სექტემბერი 
      • გასაუბრების შედეგების გასაჩივრება  – 28 სექტემბერი
      • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 30 სექტემბერი 
      • ჩარიცხვის ბრძანების მომზადება – 30 სექტემბერი

      სდასუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

        • განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
        • განმცხადებლის რეზიუმე, CV;
        • დიპლომირებული მედიკოსის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
        • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
        • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
        • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების თაობაზე ინფორმაცია;
        • უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
        • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
        • სავარაუდო სადისერტაციო ნაშრომის სათაური, სადისერტაციო ნაშრომის თეზისი/პროექტი;
        • კანდიდატს, მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რის თაობაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთ -ერთი მაინც:
        • შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
        • ცნობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
        • ცნობა შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების თაობაზე.
        • წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
        • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს).
        • 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

        დოქტორნატობის მსურველების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2024 09 სექტემბრიდან  19 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

        დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

        ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

        ტელ: (995 32) 2 253 677

        ბოლო კომენტარები

        არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
        საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

        საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

        I will be back soon

        საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
        მოგესალმებით

        რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
        Messenger