ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
მარტი 11, 2025 2025-03-19 11:54ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- ჟურნალისტიკა – 1 პროფესორი;
- ინგლისური ფილოლოგია – 1 პროფესორი;
- ისტორია – 1 პროფესორი;
- ადმინისტრაციული სამართალი – 1 პროფესორი;
- ოფთალმოლოგია – 1 პროფესორი;
- მოლეკულური მედიცინა – 1 ასოცირებული პროფესორი;
- პათოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- დერმატოლოვენეროლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ნეიროქირურგია – 1 პროფესორი;
- ქირურგია – 1 პროფესორი;
- თერაპიული სტომატოლოგია – 3 პროფესორი; 1 ასოცირებული პროფესორი;
- ბავშვთა ქირურგია – 1 პროფესორი;
- პათოლოგია – 1 პროფესორი;
- მეანობა, გინეკოლოგია – 1 პროფესორი;
- პირის ღრუს ქირურგია – 1 პროფესორი;
- ბიოქიმია – 1 პროფესორი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ბიზნესის ადმინისტრირება – 1 პროფესორი;
- საერთაშორისო ურთიერთობები – 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1- ასისტენტ პროფესორი.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
- პროფესორის, თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება; მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის, თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის, თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- ასისტენტის, თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი/ მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან მოქმედი სადოქტორო პროგრამის აქტიური სტატუსის დოქტორანტი.
- კონკურსანტი პროფესორის თანადებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე – 3 წლის ვადით.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები.
- განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);
- კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად (დანართი 2);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
- 2 ფოტოსურათი (3 × 4) ბეჭდური და ელექტრონული ფორმით;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
- დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიცისტებისთვის);
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
- სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
- კონკურსანტმა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ მიმართულებებში, ზემოთმითითებულ საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის და კონკურსანტის მიერ.
- შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 11 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 24 აპრილისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
ტელ: (995 32) 2 253 677