ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
ივლისი 26, 2024 2024-09-03 11:40ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- ბიოფიზიკა – 1 პროფესორი;
- პედიატრია – 1 პროფესორი;
- ბავშვთა და მოზარდთა ქირურგიული სტომატოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- რადიოლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ნევროლოგია – 1 ასოცირებული პროფესორი;
- სპორტი – 1 ასოცირებული პროფესორი;
- კონსტიტუციური სამართალი – 1 პროფესორი ;
- სისხლის სამართალი – 1 პროფესორი;
- სამოქალაქო სამართალი – 1 პროფესორი;
- სამართლის ისტორია – 1 პროფესორი;
- სამოქალაქო საპროცესო სამართალი – 1 ასოცირებული პროფესორი;
- დაზღვევის სამართალი – 1 ასოცირებული პროფესორი;
- კრიმინალისტიკა – 1 ასოცირებული პროფესორი;
- საერთაშორისო საჯარო სამართალი – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ინგლისური ფილოლოგია – 2 ასოცირებული პროფესორი;
- ჟურნალისტიკა – 1 ასოცირებული პროფესორი;
- მათემატიკა – 1 პროფესორი;
- ეკონომიკა – 1 პროფესორი, 3 ასისტენტი;
- მარკეტინგი – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ტურიზმი – 1 ასოცირებული პროფესორი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები – 1 ასოცირებული პროფესორი.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება; მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი/ მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან მოქმედი სადოქტორო პროგრამის აქტიური სტატუსის დოქტორანტი.
- კონკურსანტი პროფესორის თანადებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე – 3 წლის ვადით.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები.
- განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);
- კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად (დანართი 2);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
- 2 ფოტოსურათი (3 × 4) ბეჭდური და ელექტრონული ფორმით;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
- დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიცისტებისთვის);
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ჩამონათვალი;
- შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
- შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
- სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
- კონკურსანტმა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ მიმართულებებში, ზემოთმითითებულ საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის და კონკურსანტის მიერ.
- შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.
საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 18 სექტემბრისა.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2024 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 18 სექტემბრისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
ტელ: (995 32) 2 253 677