SDASU TV
LIVE

ცხადდება გარე მობილობა!

mabecs_list_of_universities
სიახლეები

ცხადდება გარე მობილობა!

შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში   2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს მობილობას შემდეგ პროგრამებზე:

ბიზნესის ადმინისტრირება – ადგილების რაოდენობა:15 | კვალიფიკაცია: 02 ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი

ბიზნესის ადმინისტრირება – ადგილების რაოდენობა: 15 | კვალიფიკაცია: 02 ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი | სწავლების საფასური: 2250

ინგლისური ფილოლოგია – ადგილების რაოდენობა: 15 | კვალიფიკაცია: 0231.1.2 ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი

ინფორმაციული ტექნოლოგიები – ადგილების რაოდენობა: 20 | კვალიფიკაცია: 0612.1.1 ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250

ჟურნალისტიკია – ადგილების რაოდენობა: 15 | კვალიფიკაცია: 0321.1.1 ჟურნალისტიკის ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი

ჟურნალისტიკა – ადგილების რაოდენობა: 10 | კვალიფიკაცია: 0321.1.1 ჟურნალისტიკის მაგისტრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი

საერთაშორისო ურთიერთობები – ადგილების რაოდენობა: 10 / კვალიფიკაცია: 0312.1.2 საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი

საერთაშორისო ურთიერთობები – ადგილების რაოდენობა: 10 / კვალიფიკაცია: 0312.1.2 საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი | სწავლების საფასური: 2250

სამართლი – ადგილების რაოდენობა: 18 | კვალიფიკაცია: 0421.1.1 სამართლის ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი

სამართლი – ადგილების რაოდენობა: 10 | კვალიფიკაცია: 0421.1.1 სამართლის მაგისტრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი

სტომატოლოგია – ადგილების რაოდენობა: 22 | 10 კვალიფიკაცია: 0911.1.2. დიპლომირებული სტომატოლოგი | სწავლების საფასური: 3500

ტურიზმი – ადგილების რაოდენობა: 15 | კვალიიკაცია: 1015.1.1 ტურიზმის ბაკალავრი | სწავლების საფასური: 2250 ლარი

მობილობის პროცესის  ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

  • მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
  • სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადის,პირადი საქმის ასლების წარდგენა  შესაბამის ფაკულტეტებზე და კრედიტების აღიარება – 13 სექტემბერი – 18 სექტემბერი; 
  • სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  – 20 სექტემბრის ჩათვლით;
  • მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და  საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა – 23 სექტემბრის ჩათვლით.

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 13 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის)  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD დისკზე.

სამაგისტრო პროგრამებზე:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების სკოლის/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD დისკზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

ტელ: (995 32) 2 253 677

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger