ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე!
ივლისი 29, 2024 2024-07-31 15:10ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე!
ცხადდება მიღება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე;
ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები:
- საბუთების მიღება – 9 სექტემბერი – 19 სექტემბერი
- გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 20 სექტემბერი
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23 სექტემბერი
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერი
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 26 სექტემბერი
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგების გამოცხადება – 27 სექტემბერი
- გასაუბრების შედეგების გასაჩივრება – 28 სექტემბერი
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 30 სექტემბერი
- ჩარიცხვის ბრძანების მომზადება – 30 სექტემბერი
სდასუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის რეზიუმე, CV;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2024 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების თაობაზე ინფორმაცია
- უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);
- სავარაუდო სადისერტაციო ნაშრომის სათაური, სადისერტაციო ნაშრომის თეზისი/პროექტი;
- კანდიდატს, მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რის თაობაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთ -ერთი მაინც:
- შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
- ცნობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
- ცნობა შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების თაობაზე.
- წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს);
- 2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
დოქტორნატობის მსურველების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2024 09 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
ტელ: (995 32) 2 253 677