ვირტუალური ლაბორატორიების მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრი
აპრილი 15, 20222023-04-06 17:09
ვირტუალური ლაბორატორიების მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრი
ვირტუალური ლაბორატორიების მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრი
სდასუ-ს მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, ტემპუსის პროექტის „EMICVL“-ის ფარგლებში, მოქმედებს სიმულაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია: მულტიფლეიერის პლატფორმაზე დაფუძნებული VRLAB. ლაბორატორია მიზნად ისახავს შექმნას ახლი ტიპის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც პასუხობს სწავლების თანამედროვე გამოწვევებს. ლაბორატორიის შექმნის იდეა ეფუძნება სტუდენტებისათვის უსაფრთხო და მოქნილი სასწავლო ვირტუალური გარემოს შეთავაზებას. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვირტუალური სივრცე, რომელიც დამზადდა კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. ვირტუალური სივრცე ინტერაქტიულია და მისი კომპონენტების (3D მოდულის) საშუალებით, შესაძლებელია ვირტუალური ექსპერიმენტების განხორციელება. ლაბორატორიული სერვისის საშუალებით ვირტუალურ ექსპერიმენტში მონაწილე პირებს აქვთ რეალურ დროში ოპერირების შესაძლებლობა, ხოლო ინსტრუმენტის საშუალებით ხდება „გრაფიკის“ ჩაწერა, რაც მასალის ხელახლა ნახვის საშუალებას იძლევა.