SDASU TV
LIVE

ინტერდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევები“

rear-view-audience-listening-conference_41418-3202
სიახლეები

ინტერდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევები“

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მდგრადი განვითარების ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრი 2023 წლის 25 ნოემბერს მართავს პირველ ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: ,,მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევები“

კონფერენცია ეძღვნება დიდი ქართველი პოლიტიკოსის, მეფეთ-მეფე წმიდა დავით IV აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს.

კონფერენციის მიზანი

კონფერენციის მიზანია მისმა მონაწილეებმა გაცვალონ და შეაჯერონ წამყვანი აკადემიური წრეების  პროფესიონალთა, მეცნიერთა, მკვლევართა და დოქტორანტთა შეხედულებები მდგრადი განვითარების ყველა ასპექტთან (ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიუი) დაკავშირებით.  ის, ასევე წარმოადგენს მთავარ ინტერდისციპლინურ ფორუმს მკვლევარებისთვის, პრაქტიკოსებისთვის და პროფესორ – მასწავლებლებისთვის, რათა წარმოადგინონ და განიხილონ უახლესი ინოვაციები, ტენდენციები და პრობლემები, გამოწვევები და გადაწყვეტილებები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში.

კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის წევრები:

  • რუსუდან კვარაცხელია, პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სდასუ, საქართველო
  • პაატა კუნჭულია, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; სდასუ, საქართველო
  • დავით კბილაძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი – მდგრადი განვითარების ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, სდასუ, საქართველო
  • თინათინ დოლიაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; , სდასუ, საქართველო
  • სოფო ჩქოფოია, სოციალური მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი; სდასუ, საქართველო
  • ჟანეტა კილასონია, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი – ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტეტის დეკანი, სდასუ, საქართველო
  • თამარ თვალაძე, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; , სდასუ, საქართველო
  • იამზე თაბორიძე, პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი;, სდასუ, საქართველო
  • თეიმურაზ სართანია, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; , სდასუ, საქართველო
  • გიორგი სუბელიანი, ასოცირებული პროფესორი
  • თამარი ჩირაძე – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სდასუ, საქართველო

საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფი

  • გორან ილიკი, პრორექტორი, უნივერსიტეტის “წმინდა კლიმენტ ოჰრიდისკი” – ბიტოლა, დარგ – იურიდიული კვლევები, მაკედონია
  • მუსტაფა ერდოღდუ, პროფესორი, ბიზნესისა და ადმინისტრაციული ფაკულტეტის დეკანი, დარგ – ბიზნესის ადმინისტრირება, ბეიქოზის უნივერსიტეტი, თურქეთი
  • აიტეკინ დემირჩიოღლუ, პროფესორი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროდეკანი, ფილოსოფია, კასტამონუს უნივერსიტეტი, თურქეთი
  • ლარისა ბატრანსეა, ასოცირებული პროფესორი,  სფერო – ეკონომიკა, ბაბეს-ბოლიაის უნივერსიტეტი კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი
  • აილინ სოიდანი, პროფესორი, სფერო – ბიზნეს ადმინისტრაციული, სტამბულის ოკანის უნივერსიტეტი, თურქეთი
  • კატერინა ტრიმა, ასოც. პროფესორი , პოლიტიკის სფერო, უფროსი მკვლევარი, უმაღლესი განათლების ინსტიტუტი, NAESU, უკრაინა
  • აჰმეთ გორგენი, ასისტ. პროფ., ,დარგი – პოლიტიკური მეცნიერება, იზმირის დემოკრატიული უნივერსიტეტი, თურქეთი
  • პიოტრ პიეტრზაკი, დოქტორი, დარგი – პოლიტიკური ფილოსოფია, სოფიის უნივერსიტეტის ლექტორი, ბულგარეთი.
  • ბეგუმ ბურაკი, დოქტორი, სფერო – პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, დამოუკიდებელი მკვლევარი, თურქეთი
  • ვიანა ჰასანი, დოქტორი, სფერო – მენეჯმენტისა და კულტურის ექსპერტი სამედიცინო ტურიზმის სფეროში, მალტის უნივერსიტეტის ლექტორი.

კონფერენციის სექციები:

ეკონომიკისა და ბიზნესის სექცია

სოციალური პროგრესის სექცია

გარემოს დაცვის სექცია

კონფერენციის თემატიკა:

  • მდგარდი განვითარების მიზნები, ინდექსები და ინდიკატორები;
  • მდგრადი განვითარების ცალკეული მდგენელის (ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ეკოლოგია) პროგნოზირება და სტრატეგიული დაგეგმვა;
  • სახელმწიფო რეგულირება და მართვა;
  • ბიზნესი და მდგრადი განვითარება;
  • მწვანე ეკონომიკა და ეკოლოგიური უსაფრთხოება;
  • ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება;
  • პანდემიის, საომარი მოქმედებებისა და სხვა სახის განუსაზღვრელობათა გავლენა მდგრად განვითარებაზე;
  • მდგრადი განვითარების სოციალური და გენდერული ასპექტები;
  • მდგრადი ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები;
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;
  • მაკროეკონომიკური განვითარების ძირითადი ვექტორები 2030 წლისათვის;
  • ციფრული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება მდგრადი განვითარებისთვის.

სამიზნე აუდიტორია:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ქართველ და უცხოელ პროფესორ-მასწავლებლებს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან, მკვლევარებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საფეხურის სტუდენტებს, როგორც კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და მნიშვნელოვანი თარიღები

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

ფორმატი: კონფერენცია ჩატარდება ჰინრიდულ რეჟიმში (როგორც პირისპირ ისე ონლაინ რეჟიმში)

  • კონფერენციაში მონაწილეობისათვის მოსაკრებელი გათვალისწინებული არ არის;
  • კონფერენციაში მონაწილე თითოეულ გამომსვლელს გადაეცემა სერთიფიკატი;
  • კონფერენციაზე წარმოდგენილი გამოსვლები გამოიცემა ელექტრონული წიგნის სახით, რომელიც აიტვირთება სდასუ-ს ვებგვერდზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის რეფერირებად, რეცენზირებად, Google scholar-ის ბაზაში განთავსებულ ჟურნალ სპექტრში.
  • მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/tpBNVcWSE9S9Bn61A
  •  სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 20 ნოემბრის ჩათვლით;
  • აბსტრაქტის ბმულიhttps://forms.gle/fTJEXkyzyjkkuJog9
  • სტატიის ბმული –  https://forms.gle/WxVhyDhdUXwRqxbx7
  • კონფერენციის თარიღი : 25 ნოემბერი, 2023

შენიშვნა: ავტორებს შედეგების შესახებ ეცნობებათ 10 სამუშაო დღეში. აპლიკანტებს, კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ აბსტრაქტის საფუძველზე.

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილ საკონფერენციო ნაშრომს უნდა ჰყავდეს ერთი, ან მაქსიმუმ ოთხი  ავტორი.

სტატია ჟურნალისათვის:

სტატია წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით, სტატიის პარამეტრებია: ფურცლის ზომა – A4, მარცხენა ინტერვალი – 3სმ, მარჯვენა ინტერვალი – 1.5სმ, ზედა და ქვედა ინტერვალები – 2სმ, ფონტი – sylfaen, ქართული ტექსტისთვის, Times New Roman ინგლისური ტექსტისთვის; შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.5. სტატიის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდე 10 ნაბეჭდ გვერდს ცხრილების, სურათების და ნახაზების ჩათვლით. სტატია შეიძლება შესრულებული იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თავფურცელი: 1. სტატიის სათაური; 2. ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი; 3. კორესპონდენტ ავტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი; 4. ავტორის (ავტორების) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაო ადგილის სრული დასახელება (აფილირება);

აბსტრაქტი: ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა), რომელიც უნდა შეიცავდეს: შესავალს, მეთოდებს, შედეგებს და დასკვნებს.

საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 7 სიტყვისა).

ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ლიტერატურის სია დალაგებული უნდა იყოს ტექსტში ციტირების მიმდევრობის მიხედვით (ტექსტში ლიტერატურა, სქოლიოს გამოყენების გარეშე, უნდა აღინიშნოს კვადრატულ ფრჩხილში ჩასმული არაბული ციფრით); სტატიებში ციტირება უნდა მოხდეს Harvard ან Chicago-ს სტილის მიხედვით.

კონფერენციის მისამართი: საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი  (ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის 25), დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

პაატა კუნჭულია, paata.kunchulia@sdasu.edu.ge  595 95 99 97          

დავით კბილაძე, d.kbiladze@yahoo.com 599 90 71 17

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger