სდასუ
DAUG • ABOUT THE UNIVERSITY

About the University

A university shaped by history, values, research and a forward-looking European vision.

35 years of history 1991 • institutional foundation European orientation
01

35 Years of Academic Development

David Aghmashenebeli University of Georgia LLC is an institution with a 35-year history in Georgia’s modern educational landscape. It safeguards national and universal human values and is committed to directing its intellectual resources toward the country’s successful development and integration into the European space.

1987–1991

Origins and Founding

უნივერსიტეტის დაარსება უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას, მისი დამფუძნებლის პროფესორ თეიმურაზ ქორიძის მიერ 1987 წელს კომუნისტური პარტიის რიგებიდან გასულთა სოციალური დაცვის საზოგადოების შექმნას და მის ბაზაზე, 1991 წლის 11 ივლისში, საზოგადოება „თანადგომა და ამაღლების“ დაფუძნებას. საზოგადოება მიზნად ისახავდა ქვეყანაში კომუნისტური იდეებისა და მსოფლმხედველობისაგან გათავისუფლებას, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და ახალგაზრდობის ჩაბმას თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისკენ სწრაფვაში. საზოგადოება „თანადგომა და ამაღლება“ აერთიანებდა ქვეყნის ღვაწლმოსილ მეცნიერებს, რომელთაც პროფესორ თეიმურაზ ქორიძის ხელმძღვანელობით დააარსეს საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი „დავით აღმაშენებლის სახელობის თბილისის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი“.

XXI

Education and Research in the 21st Century

XXI საუკუნეში განათლება და მეცნიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილის დასაკავებლად. სდასუ-ს, როგორც საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუციის, ერთ-ერთი ძირითადი მისია და მიზანია საზოგადოებაში არსებული გამოწვევების გადაჭრაში საკუთარი წვლილის შეტანა, კვლევისა და სასწავლო პროცესის ინტეგრაცია თანამედროვე მოთხოვნებთან და გლობალურ ტენდენციებთან.

2030+

Strategic Development

სტრატეგიული განვითარების გეგმა წარმოადგენს უნივერსიტეტის განვითარების ხედვას და ამ პროცესის ეტაპობრივ გატარებას მომავალ წლებში. გეგმის მიზანი არის ჩვენი ინსტიტუციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ინოვაციური სწავლების და კვლევის მიმართულებით სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და სოციალური პასუხისმგებლობების უზრუნველყოფა. უნივერსიტეტის ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ უსდ იყოს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის შემქმნელი, არამედ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში აქტიური წვლილის შემტანი.

04

Our Aspiration

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მისწრაფებაა გახდეს ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი ხარისხიანი განათლების, კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით.

05

European Higher Education Values

სწორედ ამიტომ მისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია იმ ძირითადი პრინციპების გატარება, რომელსაც უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე იზიარებს.