Taking too long? Close loading screen.
სდასუ TV

ლექციების კურსი: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება!

2
სიახლეები

ლექციების კურსი: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება!

„თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი“ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან“ ერთად „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს ლექციების კურსს: ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება”.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია:

  • მონაწილეებს მიეწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ტერორიზმის თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
  • გაანალიზდეს ისეთი მნიშვნელოვანი რისკები, როგორიცაა: ტერორისტული ქსელები; უცხოელი მებრძოლების ფენომენი; კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები.
  • მონაწილეებს გაეცნოთ პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც მიმართულია ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში უსაფრთხოებისა და დაზვერვის ეფექტიანობის გაზრდისკენ.

ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და პირისპირ);

პირისპირ ფორმატში ლექციები ჩატარდება „საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში“, სართული 1. მისამართი: ილია ჭავჭავაძის 25

აქტივობები:

I კვირა – 14 ნოემბერი 15:00 სთ

თემა:  ტერორისტული ქსელების იდენტიფიკაცია

მომხსენებელი:  თორნიკე შურღულაია – გლობალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტი, ანალიტიკოსი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

II კვირა – 21 ნოემბერი 15:00

თემა: კიბერტერორიზმი

მომხსენებელი: ანდრო გოცირიძე. CYSEC – დამფუძნებელი; 25 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიდა დაზვერვის სამსახურში.

III კვირა – 28 ნოემბერი 15:00   (ონლაინ  google meet)

თემა: უცხოელი ტერორისტი მებრძოლები და ტერორისტული ორგანიზაციები

მომხსენებელი: თამაზ დემეტრაშვილი   აშშ-ს არმიის მე-10 სამთო დივიზია, ლოჯისტიკის სპეციალისტი. სამხედრო თარჯიმანი, სამი მისია ერაყსა და ავღანეთში.

IV კვირა – 5 დეკემბერი 15:00

თემა: დაზვერვის როლი ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში

მომხსენებელი: გენერალ მაიორი შალვა ლომიძე – საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი.

V კვირა – 12 დეკემბერი 20:30    (ონლაინ  google meet)

თემა: სპეცოპერაციები ტერორიზმის წინააღმდეგ (სამხედრო ჭრილში)

მომხსენებელი: ფირუზ მსხვილიძე  დაზვერვის სკოლის კურსდამთავრებული, ამერიკის საზღვაო ქვეითების სახმელეთო ოპერაციების სკაუტ სნაიპერი, (სრული კურსი), ამერიკის მწვანე ბერეტის კურსი, ანტიტერორისრული ოპერაციების კურსი – ტაქტიკური განადგურების ჯგუფი 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : ბაკალავრის, მაგისტრატურისა და

დოქტორანტურის სტუდენტებს.

შესარჩევი კონკურსი შედგება ორ ეტაპად:

  1.  აპლიკაციების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:   https://forms.gle/AGijm9uBiizzt38F6  

ფორმის შევსების ბოლო ვადაა 10  ნოემბერი 23:00 საათი.

მონაწილეები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი აქტივობებში მიიღებენ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ იურიდიული ძალის მქონე სერტიფიკატს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: 568 203 202;  574 955 955.

ელ.ფოსტა: @ tjrcenter.org@gmail.com

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.