საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექციების კურსი „უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე“
ივლისი 2, 2025 2025-07-02 15:41საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექციების კურსი „უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე“

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექციების კურსი „უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე“
2025 წლის 15, 22 ივნისს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექციების კურსი „უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე“.
15 ივნისს საჯარო ლექციების კურსს უძღვებოდნენ თორნიკე შურღულაია – გლობალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტ – ანალიტიკოსი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი და გიორგი ქავთარაძე – საქართველოს თავდაცვის ძალების, სპეციალური ძალების მაიორი, ოფიცერი.
მოხსენებები შეეხებოდა ადამიანური რესურსებით დაზვერვას (HUMINT), გადაბირებას და შპიონაჟს.
მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე, რომელიც დიდ როლს თამაშობს თანამედროვე მსოფლიოში.
22 ივნისს საჯარო ლექციების კურსს უძღვებოდა ანდრო გოცირიძე – (CYSEC – დამფუძნებელი, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი დირექტორი. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა კიბეროპერაციებზე, როგორც ჰიბრიდულ საფრთხეზე თანამედროვე მსოფლიოში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სდასუს, ისე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. კურსის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროცესში.
საჯარო ლექციების კურსის თითოეულ მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კურსი განხორციელდა ურთიერთთანამშრომლობის და პარტნიორობის ფარგლებში „თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისა“ და „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაციის” ორგანიზებით.