Taking too long? Close loading screen.
Virtual Tour

საჯარო ლექციების კურსი უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე!

სდასდასდასდას
სიახლეები

საჯარო ლექციების კურსი უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე!

ურთიერთთანამშრომლობის და პარტნიორობის ფარგლებში „თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისა“ და „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაციის” ორგანიზებით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ) ტარდება ლექციების კურსი:

საჯარო ლექციის მიზანია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახლობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ცნობიერების ამაღლება თანამედროვე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

15 ივნისი 14:00 – 17:30 სთ.

კურსის თემატიკა:

  • ადამიანური რესურსებით დაზვერვა (HUMINT), გადაბირება და შპიონაჟი;
  • საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები.

მომხსენებლები:

თორნიკე შურღულაია – გლობალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტ – ანალიტიკოსი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი; მსოფლიო ლიდერთა კონსორციუმის მრჩეველი მდგრადი განვითარების საკითხებში; კამბოჯის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების მართვის უნივერსიტეტის UBC-ის საპატიო დოქტორი; გაერო-სთან არსებული ინდოეთის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საპატიო დოქტორი.

გიორგი ქავთარაძე – საქართველოს თავდაცვის ძალების, სპეციალური ძალების მაიორი,ოფიცერი.

22 ივნისი  14:00- 16:00 სთ.

კურსის თემატიკა:

  • კიბეროპერაციები, როგორც ჰიბრიდული საფრთხე.


მომხსენებელი:

ანდრო გოცირიძე –  (CYSEC – დამფუძნებელი; თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი დირექტორი.

სამუშაო ენა: ქართული

ფორმატი და ადგილი: პირისპირ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), ჭავჭავაძის 25. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/YVJcsycsFQrGbmHc9

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერიფიკატი!

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.