საჯარო ლექციების კურსი უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე!
ივნისი 11, 2025 2025-06-11 15:38საჯარო ლექციების კურსი უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე!
ურთიერთთანამშრომლობის და პარტნიორობის ფარგლებში „თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისა“ და „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაციის” ორგანიზებით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ) ტარდება ლექციების კურსი:
საჯარო ლექციის მიზანია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახლობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ცნობიერების ამაღლება თანამედროვე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
15 ივნისი 14:00 – 17:30 სთ.
კურსის თემატიკა:
- ადამიანური რესურსებით დაზვერვა (HUMINT), გადაბირება და შპიონაჟი;
- საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები.
მომხსენებლები:
თორნიკე შურღულაია – გლობალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტ – ანალიტიკოსი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი; მსოფლიო ლიდერთა კონსორციუმის მრჩეველი მდგრადი განვითარების საკითხებში; კამბოჯის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების მართვის უნივერსიტეტის UBC-ის საპატიო დოქტორი; გაერო-სთან არსებული ინდოეთის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საპატიო დოქტორი.
გიორგი ქავთარაძე – საქართველოს თავდაცვის ძალების, სპეციალური ძალების მაიორი,ოფიცერი.
22 ივნისი 14:00- 16:00 სთ.
კურსის თემატიკა:
- კიბეროპერაციები, როგორც ჰიბრიდული საფრთხე.
მომხსენებელი:
ანდრო გოცირიძე – (CYSEC – დამფუძნებელი; თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი დირექტორი.
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), ჭავჭავაძის 25. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე:
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი!