ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!
ივლისი 29, 2024 2024-09-23 14:32ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!
ცხადდება მიღება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამართლის, ჟურნალისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებზე.
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
- საბუთების მიღება – 30 აგვისტო – 08 სექტემბერი
 
- გამოცდა უცხოურ (ინგლისურ) ენაში – 09 სექტემბერი
 - გამოცდის შედეგების გამოცხადება – 09 სექტემბერი
 - გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 09-10 სექტემბერი
 - აპელაციის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი
 - გამოცდა სპეციალობაში -11 სექტემბერი
 - გამოცდის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი
 - გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12-13 სექტემბერი
 - აპელაციის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი
 - ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 13 სექტემბერი
 
მაგისტრანტობის კანდიდატთათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე; (დანართი 1)
 - ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად (სდასუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ) დამოწმებული ასლები (2023 წელს კურსდამთავრებულთათვის – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
 - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 - საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
 - უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი (არსებობის შემთხვევაში);
 - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - 2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD -ზე.
 
მაგისტრანტობის მსურველთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 09 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
ტელ: (995 32) 2 253 677