საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციებთან.
უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ გამოფენებში, ხელოვნების კონკურსებში თუ კულტურულ ღონისძიებებში.
თანამშრომლობენ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან და მონაწილეობენ მათ მიერ მოწყობილ ღონისძიებებში. უნივერსიტეტი არის შემოქმედებითი პროექტების ავტორი. მის ბაზაზე ჩამოყალიბებულია ხელოვანთა კლუბი, რომელშიც გაერთიანებული არიან უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები: ფოლკლორული ანსამბლი, ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი „სდასუ“, მოცეკვავეთა ჯგუფი, მწიგნობართა კლუბი და ლიტერატურული სალონი, რომელიც აწყობს შეხვედრებს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან და პოეტებთან; მართავს საჯარო განხილვებს, სტუდენტურ პოეზიის საღამოებს და სხვ. სდასუ მრავალეროვანი უნივერსიტეტია და ბუნებრივია, სტუდენტები ინტერესდებიან სხვადასხვა კულტურის მატარებელი ხალხის ყოფა-ცხოვრებით, ენით, ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით. უნივერსიტეტის მხიარულ და საზრიანთა კლუბში მონაწილეობენ ჯგუფები ყველა სკოლიდან. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებს გამოუმუშაოს ინტერდისციპლინური ხედვა, რაც მათი პროფესიული წარმატების საწინდარი გახდება.