SDASU TV
LIVE

Tidisciplihery Innovative Center Of Virtual Laboratories

ვირტუალური ლაბორატორიების მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრი

სდასუ-ს მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლაში, ტემპუსის პროექტის „EMICVL“-ის ფარგლებში, მოქმედებს სიმულაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია: მულტიფლეიერის პლატფორმაზე დაფუძნებული VRLAB. ლაბორატორია მიზნად ისახავს შექმნას ახლი ტიპის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც პასუხობს სწავლების თანამედროვე გამოწვევებს. ლაბორატორიის შექმნის იდეა ეფუძნება სტუდენტებისათვის უსაფრთხო და მოქნილი სასწავლო ვირტუალური გარემოს შეთავაზებას. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვირტუალური სივრცე, რომელიც დამზადდა კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. ვირტუალური სივრცე ინტერაქტიულია და მისი კომპონენტების (3D მოდულის) საშუალებით, შესაძლებელია ვირტუალური ექსპერიმენტების განხორციელება. ლაბორატორიული სერვისის საშუალებით ვირტუალურ ექსპერიმენტში მონაწილე პირებს აქვთ რეალურ დროში ოპერირების შესაძლებლობა, ხოლო ინსტრუმენტის საშუალებით ხდება „გრაფიკის“ ჩაწერა, რაც მასალის ხელახლა ნახვის საშუალებას იძლევა.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

I will be back soon

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
მოგესალმებით

რით შევძლებთ თქვენს დახმარებას ? 🧡
Messenger