SDASU
SDASU Stories

Global Leadership and Development Summit

2 min read
All news

 გაინტერესებთ, როგორ იქცევა ლოკალური ინიციატივა საერთაშორისო მასშტაბის პროექტად? თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი, საKAთველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (SDASU) და საKAთველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) გიწვევთ სამიტზე, რომელიც ლიდერობისა და სტრატეგიული მართვის თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნება.
 მონაწილეობა თავისუფალია!

რას გთავაზობთ პროექტი?
სამიტი ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე, რაც დღევანდელი პროფესიონალისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

  • გლობალური ლიდერობა: გუნდის მართვისა და ადაპტაციის თავისებურებები საერთაშორისო გარემოში.
  • სტრატეგიული მენეჯმენტი: თანამედროვე ტენდენციები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების როლი განვითარებად ბაზრებზე.
  • პროფესიული ნეთვორკინგი: კავშირების დამყარება დარგის სპეციალისტებთან და გამოცდილების გაზიარება AI-სა და ანალიტიკის ჭრილში.

სამიტის განრიგი (ჰიბრიდული ფორმატი):
 დასწრება: SDASU, ი. ჭავჭავაძის 25, I სართული
 ონლაინ: GOOGLE MEET პლატფორმა
• 10 May | 12:00 — დოქტორი ლევან დუნდუა: ბრენდინგი და AI 
• 17 May | 12:00 — ინოლა ღონღაძე: მონაცემებიდან გადაწყვეტილებამდე: KPI და ანალიტიკა 
• 21 May | 12:00 — ასისტენტ პროფესორი ნინო გოგოხია: ლიდერობა: „რატომ“-დან „როგორ“-მდე 
• 23 May | 12:00 — სოციალური მეცნიერებების დოქტორი Sopo Chkopoia: სოციალური ფრაგმენტაცია და თანამედროვე საფრთხეები 
• 30 May | 12:00 — დოქტორი სო ჰეინი / მარკუსი (კამბოჯა): ლიდერობა და კომუნიკაცია (ENG)   [GOOGLE MEET პლატფორმა]
• 7 ივნისი | 12:00 — დოქტორი ტიმოტი ჰარდი (აშშ): ადგილობრივი ინიციატივებიდან გლობალურ გავლენამდე (ENG)   [GOOGLE MEET პლატფორმა]

სერტიფიცირება: კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ მიერ (ბრიუსელი, ბელგია).

პირობა: სერტიფიკატი გადაეცემათ იმ მონაწილეებს, რომლებიც 5 შეხვედრიდან მინიმუმ 4-ს დაესწრებიან.

ვის შეუძლია მონაწილეობა? პროექტი ღიაა Bachelor's Programmesს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის For Students.

როგორ მოვხვდე პროექტში? შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
 აპლიკაციების გადარჩევა
 გასაუბრება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 May, 23:59 სთ.
 დარეგისტრირდი აქ: https://forms.gle/YiL1pc8MoGYF5jLVA
 599 908 984 | 574 955 955   tjrcenter.org@gmail.com