SDASU
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტიოფიციალური განცხადება
View in English
ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით: 1.ბიზნესის ადმინისტრირება: • ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანტური ადგილი • ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანტური ადგილი 2.სისხლის სამართალი: • ასოცირებული პროფესორი - 1…

აკადემიური კონკურსითბილისიგამოცხადდა: 01.05.2026ბოლო ვადა: 16.06.2026

განცხადების სრული ტექსტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

  1.ბიზნესის ადმინისტრირება:

  • ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანტური ადგილი
  • ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანტური ადგილი

 2.სისხლის სამართალი:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი

 3.საჯარო სამართალი:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი
  • პროფესორი- 1 ვაკანტური ადგილი

 4.კერძო სამართალი:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი
  • პროფესორი- 2 ვაკანტური ადგილი 
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი

  5.საერთაშორისო ურთიერობები:

  • ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანტური ადგილი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება;
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  • ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან  მოქმედი სადოქტორო პროგრამის  აქტიური სტატუსის დოქტორანტი.

კონკურსანტი პროფესორის თანადებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორის  თანამდებობაზე – შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე – 3 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (დანართი 1);
  • რეზიუმე (CV)
  • პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისად - პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური  ნაშრომების ჩამონათვალი;
  • შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);
  • სასურველია შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
  • სასურველია სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
  • II ეტაპი - გასაუბრება პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

*კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებული კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა ნასამართლეობის შესახებ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;

კონკურსის ვადები:

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2026 წლის 1 მაისი

საბუთების მიღება: 2026 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის 5 ივნისამდე

კონკურსის ჩატარების პერიოდი: 2026 წლის 8 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2026 წლის 16 ივნისი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტი

მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #25 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე)

ან ელექტრონული ფორმით:

ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართეთ:

ტელ: (995 32) 2 253 677