SDASU
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტიოფიციალური განცხადება
View in English
წარმომადგენლობითი საბჭო

კონკურსი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების შესარჩევად

ცხადდება კონკურსი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 1 აკადემიური პერსონალისა და 1 სტუდენტის შესარჩევად. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები: წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 22 მაისიდან 27 მაისის…

აკადემიური კონკურსითბილისიგამოცხადდა: 12.05.2026ბოლო ვადა: 27.05.2026

განცხადების სრული ტექსტი

ცხადდება კონკურსი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 1 აკადემიური პერსონალისა და 1 სტუდენტის შესარჩევად.

კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები: წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 22 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით.

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

  • აკადემიური პერსონალი: საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.

  • სტუდენტი: საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის სხვა არჩევითი კოლეგიური ორგანოს ან/და თვითმმართველობის წევრი.

  • საბჭოს შემადგენლობაში რექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შევიდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კანდიდატებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ საკუთარი განცხადება, რომლითაც დაასაბუთებენ, რატომ იქნება მათი როლი მნიშვნელოვანი და შედეგიანი საბჭოს საქმიანობაში.