SDASU
David Aghmashenebeli University of GeorgiaOfficial Announcement
ქართულად ნახვა
მედიცინის ფაკულტეტი

ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: • • ბიოფიზიკა - 1 პროფესორი; • პედიატრია - 1 პროფესორი; • ბავშვთა და მოზარდთა ქირურგიული სტომატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი; • რადიოლოგია -…

Academic CompetitionTbilisiPublished: 26.07.2024Deadline: 18.09.2024

Full announcement text

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ბიოფიზიკა - 1 პროფესორი;
  • პედიატრია - 1 პროფესორი;
  • ბავშვთა და მოზარდთა ქირურგიული სტომატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • რადიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ნევროლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • სპორტი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • კონსტიტუციური სამართალი - 1 პროფესორი ;
  • სისხლის სამართალი - 1 პროფესორი;
  • სამოქალაქო სამართალი - 1 პროფესორი;
  • სამართლის ისტორია - 1 პროფესორი;
  • სამოქალაქო საპროცესო სამართალი -  1 ასოცირებული პროფესორი;
  • დაზღვევის სამართალი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • კრიმინალისტიკა - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ინგლისური ფილოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;
  • ჟურნალისტიკა - 1 ასოცირებული პროფესორი; 
  • მათემატიკა - 1 პროფესორი;
  • ეკონომიკა -  1 პროფესორი, 3 ასისტენტი;
  • მარკეტინგი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ტურიზმი - 1 ასოცირებული პროფესორი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები - 1 ასოცირებული პროფესორი.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

  • პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება;  მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება. მედიცინის სფეროსთვის დამატებითი მოთხოვნებია: შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და სულ მცირე ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  • ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი/ მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან  მოქმედი სადოქტორო პროგრამის  აქტიური სტატუსის დოქტორანტი.
  • კონკურსანტი პროფესორის თანადებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორის  თანამდებობაზე - შესაბამისი ფაკულტეტის პირველი საგანმანათლებლო საფეხურის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობებზე - 3 წლის ვადით.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები.

  • განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);
  • კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად (დანართი 2);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ნასამართლეობის შესახებ ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხლებლობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულისთვის;
  • 2 ფოტოსურათი (3 × 4) ბეჭდური და ელექტრონული ფორმით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და  ასლი;
  • დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად  დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიცისტებისთვის);
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო სპეციალობის შესაბამისი სამეცნიერო  და სასწავლო-მეთოდური  ნაშრომების ჩამონათვალი;
  • შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუსი (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  • შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
  • სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
  • კონკურსანტმა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კლინიკურ მიმართულებებში, ზემოთმითითებულ საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს:
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კლინიკური აქტივობის (გატარებული სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების, კონსულტაციების, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, სათანადოდ დადასტურებული კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის და კონკურსანტის მიერ.
  • შესაბამისი კლინიკური, სარეაბილიტაციო ან კლინიკურ-სადიაგნოსტიკო დაწესებულების ხელმძღვანელის სათანადოდ დადასტურებული წერილობითი თანხმობა მისდამი დაქვემდებარებულ ბაზაზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადით.

საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 2 სექტემბრიდან  10 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 18 სექტემბრისა.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2024 2 სექტემბრიდან  10 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში  (11.00 სთ-დან 16.30 სთ-მდე, მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი, N 25) ან ელექტრონულ მისამართზე  info@sdasu.edu.ge

კონკურსის შედეგები    გამოცხადდება  არაუგვიანეს 2024  წლის 18 სექტემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა:    info@sdasu.edu.ge 

ტელ: (995 32) 2 253 677