SDASU
David Aghmashenebeli University of GeorgiaOfficial Announcement
ქართულად ნახვა
კვლევითი საქმიანობა

შიდა სამეცნიერო კვლევითი გრანტებისა და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსის ვადის გაგრძელების შესახებ!

2023 წლის 3 ნოემბერს გამოცხადდა 2024 წლის შიდა სამეცნიერო-კვლევითი გრანტების და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსი. შიდა სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი; იგი ემსახურება უნივერსიტეტში…

Academic CompetitionTbilisiPublished: 30.01.2024Deadline: 10.02.2024

Full announcement text

2023 წლის 3 ნოემბერს გამოცხადდა 2024 წლის შიდა სამეცნიერო-კვლევითი გრანტების და სახელმძღვანელოს გამოცემის კონკურსი.

შიდა სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი; იგი   ემსახურება უნივერსიტეტში  კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, მაღალი ხარისხის კვლევების, მათ შორის – საერთაშორისოს, განვითარებას, კვლევის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში და კვლევებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.

აკადემიური საბჭოს დადგენილებით,  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 10 თებერვლის ჩათვლით 00:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iataboridze@yahoo.com.

დეტალები საგრანტო კონკურსის დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ლინკზე: https://sdasu.edu.ge/sagartvelos-davit-aghmasheneblis-sakhelobis-universiteti-ackhadebs-2024-wlis-shida-samecniero-kvleviti-grantebis-da-sakhelmdzghvanelos-gamocemis-konkurss/