განცხადების სრული ტექსტი
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
2023 წლის 24 აპრილიდან აცხადებს
კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
I. კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- საგადასახადო სამართალი - 1 პროფესორი;
- სამართლის მეთოდები - 1 პროფესორი;
- კონსტიტუციური სამართალი - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- სისხლის საპროცესო სამართალი - 1 ასოცირებული პროფესორი;
- ეკონომიკა - 1 პროფესორი;
- ტურიზმი - 1 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- ბიზნესის ადმინისტრირება (აღრიცხვა და აუდიტი) - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი;
- ქართული ფილოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;
- რუსული ფილოლოგია - 1 პროფესორი;
- ინგლისური ფილოლოგია - 3 ასოცირებული პროფესორი;
- ჟურნალისტიკა - 2 ასოცირებული პროფესორი;
- მასობრივი კომუნიკაცია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობა - 1 ასოცირებული პროფესორი;
- ფილოსოფია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- სოციოლოგია - 1 ასისტენტ პროფესორი.
II. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:
- პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება.
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება.
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
III. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) 2 ფოტოსურათი (3 × 4);
ე) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) ბოლო10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ბეჭდვითი სახით;
ზ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით).
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 24 აპრილიდან - 2023 წლის 29 აპრილის ჩათვლით
უნივერსიტეტის კანცელარიაში
(10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, ი.ჭავჭავაძის გამზირი N 25)
ან ელექტრონულ მისამართზე info@sdasu.edu.ge
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის 11 მაისისა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
ტელ: (995 32) 2 253 677
