სკოლის შესახებ

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა გთავაზობთ განათლების მიღების თანამედროვე მოდელს, რომელიც მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართულ რეალობას.

ძირითადი ფასეულობები, რომელსაც ეყრდნობა სკოლა, არის ნოვატორული სულისკვეთება, მრავალფეროვანი განათლების მისაღებად შექმნილი ყველა პირობა, აკადემიური თავისუფლება, ქართული და უცხოური საზოგადოების მოთხოვნებთან მაქსიმალური სიახლოვე და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. სკოლის ყველაზე ღირებულ მონაპოვარს წარმოადგენენ კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ქართულ და საერთაშორისო სივრცეში, არიან ჟურნალისტიკის,  ფილოლოგიის მიმართულებების ღირსეული წარმომადგენლები.

ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც გთავაზობთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სკოლის პრიორიტეტია განათლების მაღალი ხარისხი, რისთვისაც იგი უზრუნველყოფილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ინფრასტრუქტურით, მდიდარი ბიბლიოთეკით. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ავტორიზებული ტელევიზია - სდასუ TV, სადაც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ეწევიან პრაქტიკულ სამუშაოებს, აქტიურად არიან ჩართულები გადაცემების მომზადების  პროცესში.

ჩვენს სკოლაში თქვენ გელით მრავალფეროვანი სტუდენტური აქტივობებით დატვირთული ცხოვრება, კერძოდ, ყოველწლიურად იმართება  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები, ეწყობა შემეცნებითი და კულტურული ღობისძიებები, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაც ხელს უწყობს მათ ადაპტირებას თანამედროვე გარემოში.    

თუ თქვენ არჩევანი შეაჩერეთ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაზე, ეს სწორი გადაწყვეტილებაა! გახსოვდეთ -  ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენს განათლებაზეა დამოკიდებული!