დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
 
2022 – 2023  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
 
ცხადდება მიღება სამართლის, მედიცინის, ეკონომიკის
სადოქტორო პროგრამებზე
 

დოქტორანტობის  კანდიდატთა საბუთების მიღება – 22 აგვისტო  – 2  სექტემბერი

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

განცხადება სდასუ-ს რექტორის სახელზე;

განმცხადებლის რეზიუმე, CV;

სადოქტორო პროგრამის წინაპირობით გათვალისწინებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;

უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25) ასლი;

ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (როცა ქართული არ არის მშობლიური ენა);

წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სადოქტორო პროგრამაზე მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის მქონე პროგრამის კურსდამთავრებულს.

2 ფოტოსურათი (3 x 4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 
 
საბუთების  მიღება  10.00 საათიდან – 17.00 საათამდე 
მისამართი:  ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 25 (ვაკე)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 599 90 58 44
ელ.ფოსტა: info@sdasu.edu.ge
 
 
შენიშვნა: ინფორმაცია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების და კონსულტაციების ჩატარების თარიღების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით