მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება – 22 აგვისტო – 2 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
განცხადება რექტორის სახელზე;
ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2022 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
უცხოური (ინგლისური) ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFEL Paper (513 – 547); TOEFEL CBT (183-210); TOEFEL IBT (65 – 78); FCE (161 – 180); IELTS (5.5-6.5), CERTUS (72 – 88.25); BEC exam and CELS exam vantage (160-179) და სხვა) ასლი;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2 ფოტოსურათი 3 x 4 და ელექტრონული ვერსია CD –ზე.