კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი ცხადდება შემდეგი აკადემიური თანამდებობების
დასაკავებლად:
- ოფთალმოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- თერაპიული სტომატოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;
- პათოლოგია (პათანატომია) - 1 ასოცირებული პროფესორი;
- საერთაშორისო ურთიერთობები -1 ასოცირებული პროფესორი;
- ქართული ფილოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი;
- მენეჯმენტი - 1 პროფესორი;
- ფინანსები - 2 ასოცირებული პროფესორი;
- ეკონომიკა - 1 პროფესორი;
- ინფორმაციული
ტექნოლოგიები -1 ასოცირებული
პროფესორი.
ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის:
ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 6 წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებული პროფესორის
თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის (ან მასთან
გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
გ) კლინიკურ
დისციპლინაში დამატებითი
მოთხოვნებია - ა) შესაბამისი/მომიჯნავე
სპეციალობის სერტიფიკატი; ბ) ბოლო 5
წლისკლინიკური გამოცდილება.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი
ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (CD) ერთად;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერტიფიკატი;
ე) 2 ფოტოსურათი (3 × 4);
ვ) უმაღლესი განათლების და დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები. სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მათ შორის ერთ-ერთი (ავტორის შეხედულებით) ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით;
თ) შესაბამისი სასწავლო
კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით);
ი) უმაღლესი განათლების და
დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური
ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტების, კლინიკური გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისი/მომიჯნავე
სპეციალობის
სერტიფიკატის ასლები
კონკურსანტმა საბუთების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში უნდა
წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული წესით. უნივერსიტეტის
საქმისწარმოების სამსახურში წარმოდგენის შემთხვევაში, მითითებული
დოკუმენტების ასლებს თან უნდა ახლდეს დედნები.